მიხეილ ღლონტი
მიხეილ ღლონტი (დ. 25 მარტი, 1858, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია[1] — გ. სექტემბერი 1924) — ქართველი გენერალი.
მიხეილ ღლონტი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1858 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | სექტემბერი, 1924 |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია → საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ჯარის სახეობა | კავალერია |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები |
რუსეთ-იაპონიის ომი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყება |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ელისავეტგრადის კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი. ჯარში მსახურობდა 1879 წლიდან. კორნეტი (1886). პორუჩიკი (1890). შტაბსროტმისტრი (1895). როტმისტრი (1898). ესკადრონის უფროსი. იყო რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე ომში დაიჭრა და მიიღო ძლიერი კონტუზია. ასეულის მეთაური. 1909-1914 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის მე-17 დრგუნთა პოლკში. 1910 წლის 31 მაისს მიენიჭა პოლკოვნიკიდ წოდება. 1910-1914 წლებში იყო კავკასიის მე-7 სათადარიგო საკავალერიო პოლკის უფროსი. 1914-1916 წლებში კავკასიის მე-2 სათადარიგო ბრიგადის უფროსის თანაშემწე, შემდეგ უფროსი. გენერალ-მაიორი (1917 წარჩინებისთვის). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, „გიორგის იარაღით“. 1918 წლიდან ქართულ ჯარში მსახურობდა. მეთაურობდა პოლკს. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. იყო „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო კომისიის წევრი. აჯანყების შემდეგ დააპატიმრეს. დაიღუპა პატიმრობისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაზე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 467.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 92, ISBN 978-9941-0-7386-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მიხეილ ღლონტი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2019.