მიხეილ ტატიშვილი (დ. 18 იანვარი, 1910, ბაკურიანი — გ. 21 მაისი, 1965) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მიხეილ ტატიშვილი
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1910 (1910-01-18) (114 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1931 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1933-1935 წლებში მუშაობდა ორდინატორად ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკაში, ხოლო 1938-19439 წლებში საქართველოს ცენტრალური კლინიკური უნივერსიტეტის უროლოგიურ განყოფილებაში. 1939-1940 წლებში სამედიცინო განყოფილების გამგე პეტროზავოდსკის ჰოსპიტალში. 1941-1943 წლებში ასისტენტი კიროვის სახ. სამხედრო-საექიმო აკადემიის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე, 1943-1950 წლებში ამავე კათედრის დოცენტი. 1941-1944 წლებში სამხედრო-საექიმო აკადემიის შემადგენლობასთან ერთად, მოჰყვა ლენინგრადის ბლოკადაში. 1945 წელს მივლინებული იყო ქირურგად ბელორუსიის მე-2 ფრონტის მომქმედი არმიის სანიტარულ ნაწილებში. 1950-1959 წლებში საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის უნივერსიტეტის სწავლული მდივანი. 1959-1965 წლებში ამავე უნივერსიტეტის დირექტორის მოადგილე. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის: „შარდსაწვეთების ინერვაციის საკითხისათვის“ (1959), „თირკმლის ორგანოსშიდა აგებულება“ (1962); თანაავტორია 2 სახელმძღვანელოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1943 წელს (ლენინგრადი) „შარდსაწვეთების ინერვაცია“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1961 წელს ( თბილისი) „თირკმელშიდა საშარდე და სისხლძარღვოვანი სისტემის ურთიერთობა და ჰეპატორენული ვენური კავშირები“.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1950-1965)

ჯილდოები

რედაქტირება
  • მედალი „ლენინგრადის დაცვისთვის“
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თირკმლის ორგანოსშიდა აგებულება (ავტორი). თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962, გვ. 132
  • შარდსაწვეთების ინერვაციის საკითხისათვის (ავტორი). თბ., საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1959, გვ. 88

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერ-მედიკოსები დიდ სამამულო ომში : ეძღვნება დიდი სამამულო ომის დამთავრების 20 წლისთავს / საყვარელიძე ს., თბ., 1966, გვ. 167-171

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება