მიხეილ მურვანიშვილი
მიხეილ მურვანიშვილი (დ. 18 მაისი, 1875, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი – გ. 24 დეკემბერი, 1959) — ქართველი მეტყევე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1893 წელს დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი. იმავე წელს დაინიშნა მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ.
- 1907 წლიდან სამუშაოდ გადაჰყავთ ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში.
- 1910 წლიდან წაღვერის სატყეოს უფროსია.
- 1918 წელს კი დააარსა სურამის სატყეო მეურნეობა.
1921-1922 წწ. მან პირველმა დააარსა თესლის საშრობი ქარხანა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც იგზავნებოდა რუსეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში.
1935 წლიდან მურვანიშვილი სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორია, მისი დამსახურებით სურამის გარშემო 130 ჰა-ზე გააშენეს ფიჭვნარი.
ოჯახი
რედაქტირებაჰყავდა 6 შვილი, 2 ვაჟი და 4 გოგო. მისი ერთ-ერთი შვილიშვილის ცნობილი ოფთალმოლოგის ციალა შურღაიას შვილია ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი.
გარდაიცვალა 1959 წელს. დაკრძალულია სურამში გვერდისუბნის სასაფლაოზე. მისი სახელი ეწოდება სურამის ერთ-ერთ ქუჩას.