მიხეილ მესხის ქუჩა

მიხეილ მესხის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი); მიხეილ მესხის I შესახვევიდან ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დამდეგს. ქუჩას, მოსახლეობის მოთხოვნით, დაერქვა შოთა რუსთაველის სახელი. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე, შემდეგ „პრავდის“ ქუჩა ერქვა. ასეა შეტანილია თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობაში. 1992 წელს მიხეილ მესხის სახელი ეწოდა. აქვს სამი შესასვლელი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე II შესახვევი დატანილია როგორც მორის ქუჩა).

მიხეილ მესხის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
ისტორიული რაიონი ნაძალადევი
წინა სახელები შოთა რუსთაველის ქუჩა, პრავდის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება