მიხეილ კავილაძე
მიხეილ კავილაძე (დ. 9 იანვარი, 1928 — გ. 12 იანვარი, 2017) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ კავილაძე დაიბადა 1928 წლის 9 იანვარს, თბილისში. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1954 წელს მუშაობდა ობნინსკის (რუსეთი) ატომურ ელექტროსადგურზე; 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; 1962 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1976-2006 წლებში ამ ლაბორატორიის ბაზაზე შექმნილი (რესპუბლიკასა და ყოფილ სსრკ-ში პირველი) მას-სპექტრომეტრული ცენტრის გამგე; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა იზოტოპების ფიზიკა, მას-სპექტრომეტრია, გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა;
გამოირჩეოდა აქტიური და პრინციპული სამოქალაქო პოზიციით. მონაწილეობდა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის მუშაობაში. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე გამოგონებისა; ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000). [1]
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. თბ., 2018. - გვ. 423
- რედ.: ირინა ჯაფარიძე - თბ., 2012, - გვ. 30-31