მიხეილ ზაუტაშვილი

ქართველი სპორტსმენი

მიხეილ (გივი) ზაუტაშვილი (დ. 5 თებერვალი, 1938, ბერშუეთი, გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

დაიბადა 1938 წლის 5 თებერვალს ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში. 1976-1980 წლებში იყო სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: შოთა ხაბარელი, თემურ ხუბულური (ორივე ძიუდო), იოსებ ახალბედაშვილი, აკაკი ხანიშვილი (ორივე სამბო).

1998 წელს დააჯილდოეს ღირსების ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება