მიხეილ ბუზოღლი (დ. 1912)

მიხეილ მიხეილის ძე ბუზოღლი (დ. 12 აგვისტო, 1912, ბათუმი, — გ. 1979, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967).

არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლისა და მუსიკოს ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლის შვილი. დაამთავრა საქართველოს სამშენებლო–საინჟინრო ინსტიტუტი 1932 წელს. 1933–1934 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურულ დაგეგმარებით სექტორში, 1934–1938 წლებში — "მოსკოვპროექტის" მეორე სახელოსნოში, 1938–1941 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპროექტო სახელოსნო „აკადემპროექტში“; 1944 წლიდან გარდაცვალებამდე იყო „ჰიდროპროექტის“ თბილისის ფილიალის არქიტექტურული სექტორის ხელმძღვანელი.

ძირითადი ნამუშევრები: ჩითახევის (1950), სოხუმის (1950), შაორის (1956), გუმათის (1958) და სხვ. სანატორიუმები „საქართველო“ (1956) და „კავკასიონი“ (1971) გაგრაში, „ივერია“ (ამჟამად სანიტორიუმ „მეშახტის“ მე-2 კორპუსი) წყალტუბოში და სხვ.

ლიტერატურა რედაქტირება