მიხეილ ბოკუჩავა
მიხეილ ალექსის ძე ბოკუჩავა (დ. 1 თებერვალი, 1910 სოფ. საბოკუჩაო, ახლანდელი აბაშის რაიონი ― გ. 12 თებერვალი, 1995, მოსკოვი) — ქართველი ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961).
მიხეილ ბოკუჩავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 (14) თებერვალი, 1910 ან 1 თებერვალი, 1910 |
დაბ. ადგილი | აბაშის მუნიციპალიტეტი ან საბოკუჩავო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 1995 ან 12 თებერვალი, 1995 (85 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველო |
საქმიანობა | ბიოქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | Bach Institute of Biochemistry RAS |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1953 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ბახის სახელობის ბიოქიმიური ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე. შეიმუშავა ლაო ჩაის, შავის ჩაისა და ხსნადი წარმოების ახალი ტექნიკური მეთოდი; ნაშრომები: „ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა“ (1935, საკავშირო ალკკ ცკ-ის პრემია, 1938), „ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი“ (1955; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პრემია, 1955), „ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია“ (1958; ა. ბახის სახელობის პრემია); შექმნა საკვებ მცენარეთა საღებავების მიღების ორიგინალური ხერხი, რომელიც დაპატენტებულია უცხოეთის ქვეყნებში. დაჯილდოებულია ორი „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 448.
- ფიჩხაია, თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 455.