მიხეილ აშვეთია (დ. 10 ნოემბერი, 1977, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი.

მიხეილ აშვეთია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მიხეილ აშვეთია
დაბადების
თარიღი
10 ნოემბერი, 1977 (1977-11-10) (47 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993–1994 ტორპედო ქუთაისი 24 (11)
1994–1995 რწმენა ქუთაისი 7 (6)
1994–1995 სამგურალი წყალტუბო 13 (5)
1995–1997 ტორპედო ქუთაისი 54 (55)
1997 ალანია ვლადიკავკაზი 2 (6)
1997–2000 დინამო თბილისი 57 (49)
2000 ალანია ვლადიკავკაზი 25 (7)
2000–2001 ტორპედო ქუთაისი 16 (12)
2001–2002 კოპენჰაგენი 5 (0)
2002–2003 ალანია ვლადიკავკაზი 31 (7)
2003–2005 ლოკომოტივი მოსკოვი 42 (11)
2005 როსტოვი 13 (1)
2006 რუბინი ყაზანი 17 (12)
2006–2007 კარლ ცაისი იენა 10 (5)
2008 ანჟი მაჰაჩყალა 36 (17)
2009 დინამო ბარნაული 12 (5)
2009 სკ ნიჟნი ნოვგოროდი 10 (1)
ეროვნული ნაკრები
1997–1999 საქართველო 21 წლ. 14 (7)
1998–2005 საქართველო 24 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ქართულ და რუსულ კლუბებში, გარდა პატარა პერიოდისა, როდესაც 2001–2002 წლებში ირიცხებოდა დანიურ „კოპენჰაგენში“ და კარიერის ბოლოს, გერმანულ კლუბ „კარლ ცაისში“. რუსეთში იგი თამაშობდა შემდეგ კლუბებში: „ალანია“ ვლადიკავკაზი, „ლოკომოტივი“ მოსკოვი, „რუბინი“ ყაზანი და „როსტოვი“. ლოკომოტივში თამაშისას მან 2003–04 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონში გაიტანა აღსანიშნავი გოლი მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ და დააფიქსირა ანგარიში 2–0. ის თამაში „ლოკომოტივის“ შთამბეჭდავი გამარჯვებით დამთავრდა 3–0.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა 1995-2005 წლებში ჩატარებული აქვს 24 თამაში და შეძლო ხუთი გოლის გატანა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება