მიხაილოვის კორომი
მიხაილოვის კორომი (რუს. Михайловская роща) — კორომი ტომსკის ოქტომბრის რაიონში. წარმოადგენს ბუნების ძეგლს. კორომის ტერიტორია სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან მდინარე უშაიკის მარჯვენა სანაპიროთია შემოსაზღვრული, დასავლეთიდან ესაზღვრება კომკავშირის პროსპექტი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — დასახლება ბლიჟნი, ჩრდილოეთიდან — ტომსკის ყოფილი საკისარების ქარხანა. კორომის ფართობია 53,7 ჰა.
ადგილობრივ პრესაში კორომს ზოგჯერ „ტომსკის ბულონის ტყეს“ უწოდებენ.[1][2]
ისტორია
რედაქტირებაXIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კორომის ტერიტორიაზე გაშენებული იყო ტომსკელი ვაჭრების კარალიოვებისა და მიხაილოვების კერძო საკუთრება (2017 წლის მდგომარეობით შემორჩენილია ორივე კარ-მიდამოს საფუძველი, ასევ შადრევნისა და ქვის ფანჩატურის ნაწილები). მოგვიანებით მიხაილოვმა გააშენა კორომი, რომელშიც შესვლა ყველასთვის თავისუფალი იყო. ფანჩატურებისა და შადრევნების გარდა კორომში იყო სკამები და სასიარულო ბილიკები.[2] განსაკუთრებით ორიგინალური იყო კედრის ხისაგან დამზადებული შადრევანი. კორომმა თავისი სახელი მიიღო ვაჭრის, მეცენატისა და ქალაქის თავის (1883-1887 და 1891-1894 წლებში), პეტრე მიხაილოვის პატივისცემის ნიშნად.[1]
საბჭოთა პერიოდში მიხაილოვის კორომის ტერიტორიაზე გარკვეული დროის განმავლობაში მოქმედებდა პიონერთა ბანაკი. აქვე იყო განთავსებული საფეხბურთო მოედანი და ტანვარჯიშის ძელები.[1]
2013 წლის მონაცემებით კორომი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.[1]
კორომის ტერიტორიაზე ხარობს ისეთი მცენარეები, როგორიცაა ნეკერჩხალი, მუხა, თელა, ცაცხვი, ვაშლი და მანჯურიული კაკალი.[1]
2013 წელს კორომს მიენიჭა განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიის სტატუსი.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- Сад // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 302-303. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
- Привалихина, Л. Памятные уголки / Л. Привалихина // Мой Томск / София Привалихина. — Томск, 2000. — С. 20-26.
- Привалихина, С. Михайловская роща / С. Привалихина // Красное знамя (Выходной, спецвыпуск). — 1999. — 28 авг. — С.3.
- Недоговоров, Ю. Д. Михайловская роща: её прошлое, настоящее и будущее / Ю. Д. Недоговоров; [беседовала] Е. Маланина // Муравейник. — 2004 .— № 27. — С. 4, 5 : фото.
- История названий томских улиц. Томск, Изд-во Д-Принт. 2012. 368 с. ISBN 978-5-902514-51-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Михайловская роща в Томске: куда прийти инвесторам“. Томский Обзор. 1 декабря 2009. ციტირების თარიღი: 2013-10-29. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Неля Костяева (24 августа 2012). „Как вывести Михайловскую рощу из числа депрессивных территорий?“. Томские Новости. ციტირების თარიღი: 2013-10-29. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Лидер «Альянса Зеленых»: Танки грязи не боятся!. Альянс зелёных (26 сентября 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-30. ციტირების თარიღი: 2013-10-29.
- ↑ „Томичи обеспокоены, что в Михайловской роще начнется многоэтажная застройка“. ТВ2. 24 октября 2013. ციტირების თარიღი: 2013-10-29. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]