მანჯურიული კაკალი
მანჯურიული კაკალი (ლათ. Juglans mandshurica) — ფოთოლმცვივანი ერთსახლიანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30 მ აღწევს, სწორტანიანია. იზრდება ჩრდილოეთ ჩინეთსა და კორეაში, ყოფილ სსრკ-ში — შორეულ აღმოსავლეთში, მდინარისპირა და მთის ქვედა სარტყლის შერეულ ფოთლოვან და კედარ (ციმბირული)-ფართოფოთლოვან ტყეებში.
მანჯურიული კაკალი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Juglans mandshurica | ||||||||||||||
|
ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი (კურკიანა) მწიფდება სექტემბერში. წენგო მურა-მწვანეა და ადვილად შორდება ნაჭუჭს. იჭმება, მაგრამ ძალიან კერკეტია. ლებნისაგან ხდიან მაღალხარისხოვან ზეთს.
მერქანი კარგ საავეჯე მასალას იძლევა. მისგან ამზადებენ ფირფიცარასაც. ქერქი, ფოთოლი და ნაყოფი შეიცავს ტანიდებს. დეკორატიული, იყენებენ დასახლებათა (ქარხნების) გასამწვანებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 424.