მიხაელ ვაიკათი

(გადამისამართდა გვერდიდან მიხაელ ვაიკატი)

მიხაელ ინგო იოახიმ ვაიკათი (გერმ. Michael Ingo Joachim Weikath; დ. 7 აგვისტო, 1962, ჰამბურგი, გფრ) — გერმანელი პაუერ და სპიდ მეტალ მუსიკოსი, ჯგუფ Helloween-ის გიტარისტი.

მიხაელ ვაიკათი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მიხაელ ინგო იოახიმ ვაიკატი
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1962 (1962-08-07) (62 წლის)
ჰამბურგი, გფრ
დაბ. ადგილი ჰამბურგი
ჟანრ(ებ)ი პაუერ მეტალი,
მძიმე მეტალი,
სპიდ მეტალი
საქმიანობა გიტარისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, კლავიშები, ვოკალი
აქტიური 1978—დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხაელ ვაიკათი დაიბადა ქალაქ ჰამბურგში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. იგი, მარკუს გროსკოპფთან ერთად, ჯგუფის Helloween-ის ერთ-ერთი დამაარსებელია, რომელიც დღესაც ამ ჯგუფში მოღვაწეობს.

პირველი ჯგუფი, რომელშიც ვაიკათმა მოღვაწეობა დაიწყო, 1978 წელს ჩამოყალიბებული Powerfool იყო. 1981-1982 წლებში უკრავდა სხვა ჯგუფებშიც, მაგ.: SAS tape. 1997 წელს დაუკრა ენდი დერისის სოლო პროექტში Come in from the Rain. სტუმრად დაუკრა ჯგუფ შამანის 2003 წლის ალბომში Ritualive და ჯგუფის Dezperadoz ალბომში The Legend and the Truth.

ამჟამად მიხაელი ესპანეთის ქალაქ ტენერიფში ცხოვრობს.[1]

მუსიკალური სტილი

რედაქტირება

ვაიკათის დაკვრის სტილზე გავლენა იქონიეს, როგორც თავად მიუთითებს, შემდეგმა ჯგუფებმა: Deep Purple, Scorpions, Van Halen, Led Zeppelin, Sex Pistols და Wishbone Ash. ჩვეულებრივ, იგი უკრავს Gibson-ის ფირმის გიტარებზე.[2]

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • 2003: Ritualive
  • 2006: The Legend and the Truth
  • 1997: Come in from the Rain

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Michael Weikath. Metal-Archives.com. ციტირების თარიღი: 2012-02-19.
  2. Michael Weikath. Helloween.org. ციტირების თარიღი: 2012-02-19.