მიწის რწყილები (ლათ. Halticinae) — ხოჭოების ქვეოჯახი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5-5 მმ აღწევს. ყველა მიწის რწყილები მცენარიჭამიაა. ხოჭოები აზიანებენ ფოთლებს, მატლებიფესვებსა და ღეროებს. ცნობილია მიწის რწყილების 5000-მდე სახეობა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ფართოდ არიან გავრცელებული. აღსანიშნავია ჭია-წურბელა, სატაცურის ჭახია, წიწმატის ფოთლიჭამია, მჟაუნას ფოთლიჭამია, თხილის რწყილი, ვაზის რწყილი, პურის რწყილი და სხვა.

მიწის რწყილები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  ფოთლიჭამიასებრნი
ქვეოჯახი:  მიწის რწყილები
ლათინური სახელი
Halticinae

ლიტერატურა

რედაქტირება