მიშელ აფლაკი (არაბ. ميشيل عفلق; დ. 9 იანვარი, 1910, დამასკო, ოსმალეთის იმპერია — გ. 23 ივნისი, 1989, პარიზი, საფრანგეთი) — სირიელი და ერაყელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი. არაბული სოციალიზმის მხარდამჭერი, თეორეტიკოსი და ბაასიზმისა და ბაასის პარტიის იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი მხარს უჭერდა არაბთა საყოველთაო გაერთიანებას ერთ ერად და ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნას სოციალური სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე. მართლმადიდებელი ქრისტიანი.

მიშელ აფლაკი
მიშელ აფლაკი
მიშელ აფლაკი 1963 წელს
ერაყის ბაასისტური პატრიის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 თებერვალი, 1968 – 23 ივნისი 1989
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრესადამ ჰუსეინი

დაბადებული9 იანვარი, 1910
დამასკო, სირიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი23 ივნისი, 1989 (79 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობაოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
სირიის დროშა სირია
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის დროშა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა
ერაყის დროშა ერაყი
ეროვნებაარაბი
დაკრძალულიაბაღდადი, ერაყი
პოლიტიკური პარტიაბაასი
მეუღლეიუსრა აფლაკი
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
პროფესიაფილოსოფოსი, სოციოლოგი
საქმიანობასაზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე
რელიგიამართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1910 წლის 9 იანვარს დამასკოში, საშუალო კლასის მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახში. მისი მამა, იოსები, მარცვლეულით ვაჭრობდა. აფლაკმა პირველად მიიღო განათლება საფრანგეთის სირიის ვესტერნიზებულ სკოლებში. 1929 წელს მან დატოვა სირია და ფილოსოფიის შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზის უნივერსიტეტში სწავლისას მან განიცადა ჰენრი ბერგსონის ნამუშევრების გავლენა და გაიცნო მისი მომავალი კოლეგა სირიელი ნაციონალისტი სალაჰ ად-დინ ალ-ბიტარი. აფლაკმა დააარსა არაბული სტუდენტური კავშირი სორბონაში, გაეცნო კარლ მარქსის ნამუშევრებს. დაბრუნდა სირიაში 1932 წელს და აქტიურად ჩაერთო კომუნისტურ მოძრაობაში, მაგრამ დატოვა იგი, როდესაც ლეონ ბლუმის მთავრობამ, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით, გააგრძელა საფრანგეთის ძველი პოლიტიკა თავისი კოლონიების მიმართ. აფლაკი და სხვები თვლიდნენ, რომ საფრანგეთის კომუნისტური პარტია ახორციელებდა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა საფრანგეთის კოლონიების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. სირია-ლიბანის კომუნისტური პარტია მხარს უჭერდა საფრანგეთის კომპარტიის გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ აფლაკი კომუნისტურ მოძრაობას სსრკ-ის გავლენის ინსტრუმენტად განიხილავდა. აფლაკზე შთაბეჭდილება მოახდინა ანტუნ საადის სირიის სოციალ-ნაციონალისტური პარტიის ორგანიზაციამ და იდეოლოგიამ. პოლიტიკოსზე დიდი გავლენა მოახდინა სატი ალ-ხუსრიმ.

გამოდიოდა უცხო ქვეყნების მიერ არაბული ხალხების ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და მათი „ერთ სოციალისტურ ერად“ გაერთიანებისთვის. შექმნა კონცეფცია, რომელიც აერთიანებდა პანარაბიზმისა და სოციალიზმის იდეებს. „არაბიზმს“ სახელმწიფოზე, რელიგიასა და სოციალური ფასეულობებზე მაღლა აყენებდა. წინასწარმეტყველ მუჰამადს არაბული ერთობის ჭეშმარიტ დამაარსებლად თვლიდა. ძლიერი გავლენა მოახდინა მრავალ არაბ პოლიტიკოსზე. 1943 წელს შექმნა ორგანიზაცია „არაბული აღორძინება“.[1]

1947 წელს სუნიტ მუსლიმ სალაჰ ალ-დინ ალ-ბიტართან და ალავიტ ზაკი ალ-არსუზისთან ერთად აფლაკმა დააარსა არაბული სოციალისტური აღორძინების პარტია (ბაასი) „არაბული აღორძინების“ ორგანიზაციის ბაზაზე. აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ეგვიპტის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებაში — გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (1958–1961). ქვეყნის პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერთან იდეური უთანხმოების გამო სირიაში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორდა. 1966 წელს გადავიდა ლიბანში. 1968 წელს, ერაყში ბაასის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაფუძნდა ბაღდადში, სადაც პარტიის იდეოლოგიური პლატფორმის შემუშავებით იყო დაკავებული. გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბაღდადში.[1]

სიცოცხლეშივე გამოსცა სხვადასხვა წიგნი, როგორიცაა „გზა აღორძინებისკენ“ (1940), „ბრძოლა ერთი ბედისწერისთვის“ (1958) და „ბრძოლა არაბული რევოლუციის მოძრაობის დამახინჯების წინააღმდეგ“ (1975).[1]

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, გარდაცვალებამდე მან ისლამი მიიღო, ვინაიდან დაკრძალეს მუსლიმური წეს-ჩვეულების მიხედვით ერაყში.[2][3] მის ცხედარს სხვებთან ერთად სადამ ჰუსეინიც მიასვენებდა. თავად სადამ ჰუსეინი ამტკიცებდა, რომ აფლაკმა ისლამი გარდაცვალებამდე მიიღო. ანონიმური დასავლელი დიპლომატების თქმით, აფლაკის ოჯახი არ ეთანხმებოდა ამ პრეტენზიას, თუმცა აფლაკის ვაჟმა, იადმა, დაადასტურა, რომ მისი მამა ფიქრობდა რელიგიის შეცვლაზე 1980 წელს. მისი სადავო მოქცევის შემდეგ, მან, სავარაუდოდ, მიიღო სახელი აჰმადი. გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეების მარტინ რობისა და გერჰარდ ჰოპის თქმით, მოქცევა 1988 წლამდე მოხდა.ბერკლის ცენტრის თანახმად, მიშელ აფლაკის ოჯახის ანონიმური წევრები აცხადებდნენ, რომ რელიგიის შეცვლა იყო სადამ ჰუსეინის მიერ მოგონილი სიცრუე, რომელიც მან გამოიყენა, როგორც ბაასიზმის ქრისტიანობისგან დისტანცირების საშუალება. ჰუსეინის ბრძანებით აშენებული საფლავი მოგვიანებით გამოიყენეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა სამხედრო ყაზარმად 2003 წელს ერაყში ამერიკელების შეჭრის შემდეგ მწვანე ზონაში განლაგებული ჯარისკაცებისთვის. გარდაცვლილი პოლიტიკოსის ოჯახმა განაცხადა, რომ საფლავი ძლიერ დაზიანდა ამერიკელების შეჭრის დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Орлов В. В. Афлак Мишель // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 522.
  2. Michel 'Aflaq Facts. ციტირების თარიღი: 2016-03-26
  3. The Miserable Afterlife of Michel Aflaq. ციტირების თარიღი: 2016-03-26