მიქაელ ჩამჩიანი
მიქაელ ჩამჩიანი (სომხ. Միքայել Չամչյան; დ. 15 დეკემბერი [ძვ. სტ. 4 დეკემბერი], 1738, კონსტანტინოპოლი — გ. 12 დეკემბერი [ძვ. სტ. 30 ნოემბერი], 1823, იქვე) — სომეხი ისტორიკოსი და ფილოლოგი, 1760 წლიდან სწავლობდა ვენეციაში. იქვე გახდა მხითარისტების კონგრეგაციის წევრი. ქადაგებდა კათოლიკობას ახლო აღმოსავლეთის სომხებს შორის. მიქაელ ჩამჩიანის შრომებმა „სომხური ენის გრამატიკა“ (1779) და „სომხეთის ისტორია“ (ტ. 1–3, ვენეცია, 1784–1786), მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომეხი ხალხის სულიერ კონსოლიდაციასა და ძველი სომხური ენის (გრაბარის) აღორძინებაში. იგი ქვეყნის ისტორიას განიხილავდა სომხური ეკლესიის ისტორიასთან, სიტყვიერებასთან და კულტურასთან კავშირში. ჩამჩიანის მსოფლმხედველობის ისტორიული შეზღუდულობის მიუხედავად მის ნაშრომებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.
მიქაელ ჩამჩიანი | |
---|---|
სომხ. Միքայել Չամչյան | |
დაბადების თარიღი | 4 (15) დეკემბერი, 1738[1] |
დაბადების ადგილი | კონსტანტინოპოლი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 30 ნოემბერი (12 დეკემბერი), 1823[1] (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კონსტანტინოპოლი[1] |
საქმიანობა | ისტორიკოსი[1] , გრამატიკოსი[1] , ენათმეცნიერი[1] , თეოლოგი[1] და მასწავლებელი[1] |
ეროვნება | სომხები[1] |
ალმა-მატერი | მხითარისტების კონგრეგაცია |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 78.