მიქაელ კენტელი (დაიბადა როგორც ბარონესა მარი-კრისტინე ანა აგნეს ჰედვიგ იდა ფონ რეიბნიცი; დ. 15 იანვარი, 1945[1]) — გერმანული, ავსტრიული და უნგრული წარმოშობის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი. დაქორწინებულია კენტის საგრაფოს პრინც მაიკლზე, ჯორჯ V-ის შვილიშვილზე და ელისაბედ II-ის პირველ ბიძაშვილზე. წერის დაწყებამდე, იყო ინტერიერის დიზაინერი; დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი ევროპული სამეფო ოჯახის შესახებ.

მიქაელ კენტელი

მარია-ქრისტინი, კენტის პრინცესა 54 წლის ასაკში
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1945 (1945-01-15) (79 წლის)
გერმანია, ჩეხეთი
საქმიანობა ავტორი, ინტერიერის დიზაინერი
წოდება მიქაელ კენტელი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ტომას ტრუბრიჯი (1971-1977)
მაიკლ კენტელი (1978-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: ბარონი გიუნტერ ფონ რაიბნიცი
დედა: საპარი ფონ მურაზომბატი

ადრეული ცხოვრება და წინაპრები

რედაქტირება

პრინცესა მიქაელი დაიბადა ბარონესა მარი-კრისტინი ანა აგნეს ჰედვიგ იდა ფონ რეიბნიცის სახელით,[2] 1945 წლის 15 იანვარს, კარლსბადში. ქალაქი მაშინ გერმანელებით იყო დასახლებული, ახლა კი ცნობილია როგორც კარლოვი-ვარი. მამის მხრიდან არის ჰერანდ III ფონ ტრაუტმანსდორფის და ნოსტიცების ოჯახის შთამომავალი, რომლებიც ასევე დედოფალ ელისაბედ II-ის წინაპრები არიან.[3]

არის ბარონ გიუნტერ ჰუბერტუს ფონ რაიბნიცის (1894-1983) უმცროსი ქალიშვილი მისი მეორე მეუღლის, გრაფინია მარია ბერნადეტის ქორწინებიდან. დაიბადა ავსტრიელი ბებიის, პრინცესა ჰედვიგ ფონ ვინდიშ-გრაეცის (1878-1918) სახლში, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე. იმავე წელს, ჩეხოსლოვაკიიდან გერმანელი მოსახლეობა გააძევეს.

მიქაელ კენტელის მამა იყო ნაცისტური პარტიის წევრი და შუცშტაფელის კავალერიის ოფიცერი მეორე მსოფლიო ომის დროს.[4] ომის დასასრულს მარია-კრისტინას ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოკუპირებულ ბავარიის ტერიტორიაზე.[5] მისი მშობლები განქორწინდნენ 1946 წელს და დედასთან და უფროს ძმასთან, ბარონ ფრიდრიხ (ფრედ) ფონ რეიბნიცთან (დ. 1942 წელს) ერთად საცხოვრებლად გადავიდა ავსტრალიაში, სადაც მან განათლება მიიღო წმინდა გულის მონასტერში, ვარდების ყურეში (ახლანდელი კინკოპალ-როუზი). შემდეგ მიქაელი გაემგზავრა ლონდონში, რათა სახვითი და დეკორატიული ხელოვნების ისტორია შეესწავლა ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში.[6]

ქორწინებები

რედაქტირება

მისი პირველი ქმარი იყო ინგლისელი ბანკირი თომას ტროუბრიჯი (1939-2015), სერ პიტერ ტრუბრიჯის უმცროსი ძმა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ გერმანიაში და დაქორწინდნენ 1971 წლის 14 სექტემბერს ჩელსის ძველ ეკლესიაში, ლონდონში. დაშორდნენ 1973 წელს, ხოლო ოფიციალურად განქორწინდნენ 1977 წელს (ქორწინება ეკლესიურად გააუქმა რომის პაპმა პავლე VI-მ 1978 წლის მაისში).

1978 წლის 30 ივნისს, ვენის სამოქალაქო ცერემონიაზე, დაქორწინდა კენტის პრინც მაიკლზე, პრინც ჯორჯის (1902-1942) და საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარინას (1906-1968) შვილზე. პრინცი მაიკლი დედოფალ ელისაბედ II-ის პირველი ბიძაშვილია. მაიკლმა მარი-კრისტინს აჩუქა ორქვიანი საფირონისა და ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც ეკუთვნოდა დედამისს, პრინცესა მარინას.[7] ქორწილის შემდეგ გამართულ ცერემონიაზე მან მოირგო Bellville Sassoon-ის კრემისფერი კაბა.[8][9] რომის პაპ იოანე პავლე II-ის ნებართვის მიღების შემდეგ, წყვილმა კურთხევა მიიღო რომის კათოლიკურ ცერემონიაზე, 1983 წლის 29 ივნისს, არქიეპისკოპოსის სახლში, ლონდონში.

მათ ორი შვილი ჰყავთ:

  • ლორდ ფრედერიკ ვინდსორი, დაიბადა 1979 წლის 6 აპრილს ლონდონის წმინდა მერის საავადმყოფოში. ის დაქორწინდა სოფი ვინკლმენზე 2009 წლის 12 სექტემბერს და ჰყავთ ორი ქალიშვილი: მოდი (დაიბადა 2013 წლის 15 აგვისტო) და იზაბელა (დაიბადა 2016 წლის 16 იანვარს).
  • ლედი გაბრიელა კინგსტონი, დაიბადა 1981 წლის 23 აპრილს ლონდონის წმინდა მერის საავადმყოფოში. დაქორწინდა თომას კინგსტონზე 2019 წლის 18 მაისს.

მიუხედავად იმისა, რომ კენტის პრინცსა და პრინცესა მიქაელს შორის ოჯახური უთანხმოებები არ ყოფილა, პრესა სხვადასხვა დროს მარია-კრისტინას და ჯონ ვარნერის, ვორდ ჰანტის და მიხაილ კრავჩენკოს სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრობდა.[10] მეგობრობდა ჯონ ვ. გალბრისთან და პიტერ დე სევერისთან. პიტერ დე სევერმა მარია-კრისტინას ანტიგუაში 150 000 ფუნტის ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა.

პრინც მაიკლთან ქორწინებამდე იგი ინტერიერის დიზაინერად მუშაობდა. 1986 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „გვირგვინი შორეულ ქვეყანაში: რვა სამეფო პატარძლის პორტრეტები“, რის შემდეგაც მას ბრალი დასდეს პლაგიატში, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა. 2007 წლიდან 2011 წლამდე კენტის პრინცესა იყო ლონდონის გალერეის, Partridge Fine Art-ის პრეზიდენტი. 2008 წელს შვეიცარიაში[11] „გალერეა გმურზინსკას“ კონსულტანტად დაინიშნა და მოგვიანებით გახდა მათი საერთაშორისო ელჩი. ასევე მუშაობდა ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის საბჭოში, სალექციო ტურებს ატარებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ლექციებზე ისტორიულ თემებზე საუბრობს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მუზეუმებსა და გალერეებში. მარი-კრისტინი, რომლის ქმარიც ძლიერ ინტერესდება რუსეთით, 2012 წლის მაისში რუსულის გაკვეთილებს ატარებდა.[12]

სამეფო და საქველმოქმედო საქმიანობა

რედაქტირება
 
კენტის პრინცესა მიქაელი, 2008 წელს

პრინცი და პრინცესა მიქაელი დედოფლის, ელისაბედ II-ის სახელით დაესწრნენ ბელიზის დამოუკიდებლობის დღესასწაულსა და სვაზილენდის მეფე მსვატი III-ის გამეფების ცერემონიას. კენტის პრინცი მხარს უჭერს უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციას თავის მეუღლესთან, პრინცესა მიქაელთან ერთად.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Princess Michael of Kent. Hello Magazine. ციტირების თარიღი: 19 August 2016
  2. Langley, William. (15 December 2013) Princess Michael of Kent: life beneath the tiara. The Telegraph. ციტირების თარიღი: 23 March 2018
  3. van de Pas, Leo (2005). Sinners and Saints: A Biographical Introduction to the Ancestors of HRH Princess Michael of Kent. ISBN 0-646-45007-7.
  4. „SS Officer the Father Of a British Princess“. The New York Times. 16 April 1985. ციტირების თარიღი: 22 May 2010.
  5. Garman, Emma. (9 January 2013) The Miraculous Exploits Of Princess Michael Of Kent. The Awl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2023. ციტირების თარიღი: 6 January 2022.
  6. HRH Princess Michael of Kent. Atlantic Speaker Bureau. ციტირების თარიღი: 27 May 2018
  7. Chang, Mahalia. (27 November 2017) A Very Thorough History Of British Royal Engagement Rings. Harper's Bazaar Australia. ციტირების თარიღი: 15 May 2018
  8. The 22 Most Gorgeous Royal Wedding Tiara Moments of All Time (slide 13). Harper's Bazaar Singapore (28 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 15 May 2018
  9. The most iconic Royal wedding dresses. Marie Claire UK (27 April 2018). ციტირების თარიღი: 15 May 2018
  10. 2D Scandal Taints British Princess. Chicago Tribune (8 July 1985). ციტირების თარიღი: 6 January 2022.
  11. Art. princessmichael.org.uk.
  12. Walker, Tim. (21 May 2012) Princess Michael of Kent talks her way into new Russian front. The Telegraph. ციტირების თარიღი: 23 March 2018
  13. Prince and Princess Michael of Kent - Activities. Royal Household. ციტირების თარიღი: 25 April 2015