მსვატი III
მსვატი III — ესვატინის მეფე 1986 წლიდან. სანამ მეფე სრულწლოვანი გახდებოდა, ქვეყანას რეგენტის სტატუსით დედამისი — დედოფალი ნტომბი მართავდა სამი წლის განმავლობაში. დღეისათვის მეფე მსვატი III წარმოდგენილია, როგორც ქვეყნის ადმინისტრაციული მეთაური, ხოლო დედამისი სვაზილენდის სულიერი და ეროვნული ლიდერია.
მსვატი III | |
---|---|
ესვატინის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1986 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | სობჰუზა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 აპრილი 1968 |
დინასტია: | ნკოსი დლამინი |
მამა: | სობჰუზა II |
დედა: | დედოფალი ნტომბი თფუავა |
მეფე მსვატი III დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს. ის მეფე სობჰუზა II-ის 67 ვაჟიდან მეორე და დედოფალ ნტომბის ერთადერთი ვაჟია. პრინცი დაიბადა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. იგი დღეების იყო, როცა ის და დედამისი მეფის ერთ-ერთ სასახლეში გადაიყვანეს საცხოვრებლად. მისი დაბადების სახელი იყო მაკჰოსეტივე — ერის მეფე. მომავალმა მონარქმა განათლება სამშობლოში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიიღო. მამამისის სიკვდილის შემდეგ პრინცი ტახტის მემკვიდრედ დასახელდა. ამ დროს იგი არასრულწლოვანი (14 წლის) იყო და ბრიტანეთში სწავლობდა. სრულწლოვანების მიღწევისთანავე, 1986 წლის 25 აპრილს მოეწყო მისი მეფედ კურთხევის ცერემონიალი. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მონარქი მსოფლიოში. ამ დროს იგი 18 წლის და 6 დღის იყო. ამ დღიდან მოყოლებული, მსვატი III დედასთან ერთად მართავს ქვეყანას.
ესვატინის დღევანდელ მონარქს 15 ცოლი და 35 შვილი ჰყავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ.