ანტიგუა
ანტიგუა (ინგლ. Antigua) — კუნძული კარიბის ზღვაში, მიეკუთვნება მცირე ანტილის კუნძულების ჯგუფს. კუნძულ ბარბუდასთან ერთად შედის ანტიგუა და ბარბუდის შემადგენლობაში.
ისტორიარედაქტირება
კუნძული აღმოაჩინა ქ. კოლუმბმა და სახელწოდებაც მისგან მიიღო. მან კი უწოდა ესპანეთში მდებარე ეკლესიის სანტა-მარია-დე-ანტიგუის სახელი. კუნძული ადგილობრივი ინდიელების ენაზე მოიხსენიება ასევე როგორც ვადადლი, რაც ნიშნავს „ჩვენი საკუთრებას“.
1632 წლიდან კუნძული დიდი ბრიტანეთის კუთვნილებაშია. 1834 წელს კუნძულზე აიკრძალა მონათა შრომა. 1940 წელს კუნძულზე ინგლისთან შეთანხმებით განლაგდა აშშ-ის სამხედრო ბაზა.
გეოგრაფიარედაქტირება
კუნძულის სანაპიროს სიგრძეა 87 კმ. ფართობი - 281 კმ². 2006 წლის მონაცემებით კუნძულზე 69 000 ადამიანი ცხოვრობს[1]. კუნძულზე მდებარეობს ანტიგუა და ბარბუდის დედაქალაქი სენტ-ჯონზი, სადაც 31 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დედაქალაქი მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. კუნძულზე უამრავი პლაჟია. განვითარებულია ტურიზმი.
გალერეარედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ანტიგუა და ბარბუდის მთავრობის საიტი დაარქივებული 2010-04-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- История Антигуа и Барбуды დაარქივებული 2009-05-15 საიტზე Wayback Machine.
- ჟურნალი «ცხოვრება ანტიგუა და ბარბუდაში» დაარქივებული 2010-02-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ანტიგუის რუკა დაარქივებული 2018-07-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიორედაქტირება
- ↑ Оценка народонаселения (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-29. ციტირების თარიღი: 2016-07-22.