მიქაელი (გაბრიჭიძე)
ეპისკოპოსი მიქაელი (ერისკაცობაში — მამუკა გივის ძე გაბრიჭიძე; დ. 25 იანვარი, 1966, ჭიათურა) — თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მღვდელმთავარი 2013 წლის 20 ოქტომბრიდან.
მიქაელი | |
---|---|
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსი | |
პროვინცია | თიანეთი და ფშავ-ხევსურეთი |
ეპარქია | თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია |
ეკლესია | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ინთრონიზაცია | 2013 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | მამუკა გაბრიჭიძე |
დაბადების თარიღი | 25 იანვარი, 1966 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
1987 წლიდან იყო ქართული როკ-ჯგუფის, მემენტო მორის ბას-გიტარისტი. 1990-იანი წლების დასაწყისში ბერად აღიკვეცა.[1] 2013 წლის 11 ოქტომბერს არქიმანდრიტი მიქაელი გამორჩეულ იქნა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად.[2] ხოლო 2013 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მეუფე მიქაელი როკ-აქციაზე სიმღერას "მშრომელი ხალხი" ასრულებს[მკვდარი ბმული]. popmusic.ge. 13 იანვარი 2020
- ↑ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
- ↑ პატრიარქის საკვირაო ქადაგება 20/10/2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-27. ციტირების თარიღი: 2015-01-31.