მემენტო მორი (მუსიკალური ჯგუფი)
„მემენტო მორი“ (ლათ. Memento mori — „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“) — ქართული მძიმე როკ-ჯგუფი. „მემენტო მორი“ მღეროდა ტერენტი გრანელის ლექსებს. ჯგუფს გამოცემული აქვთ ერთი ალბომი — „ექსკურსია ცისკენ“, რომელშიც შედის ტერენტი გრანელის ისეთ ცნობილ ლექსებზე დაწერილი სიმღერები, როგორებიცაა: „მემენტო მორი“, „ექსკურსია ცისკენ“, „გარდაცვალება“, „ცისფერი სინათლე“.
მემენტო მორი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი |
აქტიური | 1987-1991, 1997 |
წევრები |
მალხაზ კობერიძე პაატა ჯავახიშვილი გია გრიგოლია |
ყოფილი წევრები |
ალეკო ჩერქეზიშვილი მამუკა გაბრიჭიძე |
ისტორია
რედაქტირება„მემენტო მორი“ დაარსდა 1987 წელს. თავდაპირველად მასში შედიოდნენ მალხაზ კობერიძე (ვოკალი და სოლო-გიტარა), ალეკო ჩერქეზიშვილი (დრამი) და მამუკა გაბრიჭიძე (ბასი). ამ შემადგენლობით ჯგუფმა იარსება 1991 წლამდე. ამ დროის განმავლობაში დაიწერა და ჩაიწერა ჯგუფის სიმღერების დიდი ნაწილი. მოგვიანებით, 90-იანი წლების მიწურულს, ჯგუფი აღორძინდა მალხაზ კობერიძის მეთაურობით: დრამზე პაატა ჯავახიშვილით, ბასზე კი — გია გრიგოლიათი. 1997 წელს გამოიცა ალბომი „ექსკურსია ცისკენ“, რომელიც ძველ ჩანაწერებსაც მოიცავდა. 2000-იან წლებში ჯგუფმა დაუკრა ლადო ბურდულის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე როკ-ფესტივალზე.