მიქაელა კონლინი
მიქაელა კონლინი (ინგლ. Michaela Conlin; დ. 9 ივნისი, 1978, ოლენთაუნი, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა Fox-ის სერიალში „ძვლები“ შესრულებული ენჯელა მონტენეგროს როლით.
მიქაელა კონლინი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 ივნისი, 1978 ოლენთაუნი, პენსილვანია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ეთნიკურად | ირლანდიელი, ჩინელი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2001-დღემდე |
შვილ(ებ)ი | 1 |
ბავშვობა
რედაქტირებამიქაელა კონლინი დაიბადა 1978 წლის 9 ივნისს ქალაქ ოლენთაუნში, პენსილვანიის შტატში[1], ამერიკის შეერთებულ შტატებში. დედის მხრიდან იგი წარმოშობით ჩინელია[2], ხოლო მამის მხრიდან ირლანდიელი. მამამისი კონტრაქტორია[3], ხოლო დედამისი ბუღალტერი[2].
მიქაელა სხვადასხვა სამსახიობო წარმოდგენაში შვიდი წლის ასაკიდან მონაწილეობდა. იგი თამაშობდა პენსილვანიის საზოგადოებრივ და სხვა რეგიონალურ თეატრებში. იგი პარკლენდის სკოლაში დადიოდა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ისეთ სპექტაკლებში, როგორებიცაა: Bye Bye Birdie და The Crucible. 1996 წელს სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც მიქაელა ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც ჩააბარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. ამის პარალელურად იგი ტიშის ხელოვნების სკოლაში დადიოდა, რათა დაეხვეწა სამსახიობო ტექნიკა[1]. ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში იგი კიდევ მრავალ სპექტაკლსა და მიუზიკლში გამოჩნდა. მალევე იგი ატლანტიკის თეატრში აიყვანეს. სულ მალე კონლინი ამსტერდამში, ნიდერლანდებში გაემგზავრა სასწავლებლად, როგორც თეატრალური ფრთის საერთაშორისო სასწავლო პროგრამის მონაწილე.
კარიერა
რედაქტირებანიუ-იორკის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კონლინი სერიალ „ფაქტორის“ ერთ-ერთი პერსონაჟის როლზე დაამტკიცეს. ამ პერიოდში იგი აქტიურად მუშაობდა ნიუ-იორკში სამსახიობო წრეში დამკვიდრებაზე. მიუხედავად ამისა, იგი მალევე გადავიდა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში, სადაც 2001 წელს ზედიზედ ორ როლზე დაამტკიცეს. მიქაელა კომპანია ABC-თან აქტიურად თანამშრომლობდა, რის გამოც ისინი მას ხშირად ამტკიცებდნენ როლებზე, თუმცა ეს ძირითადად ეპიზოდური როლები იყო.
2005 წელს მიკაელა სერიალში „ძვლები“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, ენჯელა მონტენეგროს როლზე. ეს როლი მისთვის განსაკუთრებული აღიარებისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდა. იგი ისეთ მსახიობებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან: ემილი დეშანელი და დევიდ ბორეანაზი. სერიალში იგი მეოცნებე მხატვრის როლს ასრულებს, რომელსაც პარიზში ცხოვრება უნდა, მაგრამ ფულის საშოვნელად FBI-ის საგამოძიებო დეპარტამენტში მუშაობს მოკლული და გახრწნილი ადამიანების გვამების სახეების აღდგენასა და მათ იდენტიფიკაციაზე, რა დროსაც უყვარდება და ქორწინდება თავისი კოლეგა დოქტორი ჯეკ ჰოჯინსი. სერიალის გადაღებები 2017 წლამდე გაგრძელდა, რა დროსაც მიქაელა თითქმის ყველა სერიაში დომინანტურ როლს ასრულებდა[4].
გარდა სერიალებისა, იგი აქტიურად მონაწილეობს ფილმებშიც. 2011 წელს ჰაიდი სობელის როლი შეასრულა ფილმში „ლინკოლნის ადვოკატი“. იგი ასევე მონაწილეობს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „სიყვარულის რთული გზა“ და „იმედგაცრუებების ოთახი“.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაკონლინის საუკეთესო მეგობარია მსახიობი ემილი დეშანელი, რომელიც სერიალში „ძვლები“ თამაშობს ტემპრანს ბრენანის როლს, რომელიც არის მიქაელას პერსონაჟის, ენჯელას საუკეთესო მეგობარი[5][6].
მიქაელა დაუქორწინებელია, თუმცა 2019 წლის 3 თებერვალს ვაჟი გააჩინა, რომელსაც ჩარლი დაარქვა[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Amy Longsdorf (November 1, 2009). "Allentown native Michaela Conlin: The 'girl next door' is an irreverent crime-solver on the hit show 'Bones'" დაარქივებული 2014-03-23 საიტზე Wayback Machine. . The Morning Call. Retrieved April 9, 2018.
- ↑ 2.0 2.1 "Chinese New Year" დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. . People. November 21, 2007. Retrieved April 9, 2018.
- ↑ Nalea J. Ko. "Michaela Conlin Makes No 'Bones' About It". pacificcitizen.org. Archived from the original on September 28, 2013. Retrieved August 18, 2013.
- ↑ "Icelandic Soccer Legend Dating Hollywood Star". January 30, 2014. Retrieved April 9, 2018.
- ↑ "Bones: How Will Babies, Both Real-Life and Otherwise, Impact the Season Finale? | TV Guide". TVGuide.com. 2011-05-19. Retrieved 2019-08-29.
- ↑ Hrabkovska, Silvia (2015-06-29). "50 facts from life of actress Emily Deschanel: she is vegan". BOOMSbeat. Retrieved 2019-08-29.
- ↑ "Michaela Conlin on Instagram: "Haven't posted in a while because this happened! We had a baby boy and his name is Charlie 💘💘 2.3.19"". Instagram. Retrieved 2019-08-29.