მიუნხენის მეტროპოლიტენი
მიუნხენის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | გერმანია |
ქალაქი | მიუნხენი |
გახსნის თარიღი | 1971 წ. |
ხაზის სიგრძე | 103,1 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 96 |
ხაზთა რაოდენობა | 8 |
მგზავრები დღეში | 1,123,287 (2017 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 410 მლნ. (2017) წ. |
ხაზების სქემა | |
მიუნხენის მეტროპოლიტენი (გერმ U-Bahn München) — მიუნხენის ელმავალი ქალაქ მიუნხენსა და მიუნხენის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა. მეტროპოლიტენი 1971 წელს გაიხსნა და დღეისათვის 103,1 კმ სიგრძის ხაზებზე 96 სადგურია განთავსებული. სადგურთა სიმჭიდროვე ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალია. სადგურების ლიფტებითა და ესკალატორებით ასპროცენტიანი აღჭურვილობის, ასევე გადასაჯდომი სადგურების კარგად გათვლილი სისტემის წყალობით მიუნხენის მეტროპოლიტენი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტულია.
ისტორია
რედაქტირებაჯერ კიდევ 1905 წელს შეიქმნა გეგმა მიწისქვეშა რკინიგზის აშენებისა ცენტრალური სადგურიდან აღმოსავლეთის სადგურამდე, დაახლოებით იმავე მანძილზე, სადაც დღეს მიუნხენის S-Bahn გადის, ასევე ძველი ქალაქის გარშემო წრიული განშტოებისა. თუმცა, იმ წლებში ეს გეგმები ცოტა ამბიციურად ჟღერდა მოსახლეობის სიმცირის გამო. იმხანად ნახევარმილიონიანი ქალაქის მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის საქალაქო ტრამვაიც საკმარისი იყო, ასე რომ, იდეები მიივიწყეს.
ხაზები
რედაქტირებამიუნხენის მეტროპოლიტენის გახსნა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამეშებს მოუსწრეს. ხაზების 90% მიწისქვეშ გადის. ხაზები ნომრებითა და ფერებით განირჩევა (U1-U6). ხაზები U1-U2, U3-U6, U4-U5 ქალაქის ცენტრში საერთო გზებს გამოიყენებს, ამიტომაც, მეტროს სქემა სამხაზიან ტარს ჰგავს ბოლოში ჩანგლებით. მეტროში ტურნიკეტები არ დგას, ბილეთები აქტიურდება სადგურში შესვლისას, რაც კონტროლიორების მიერ მოწმდება. მეტროში 43 პუნქტი მოქმედებს დეფიბრელატორებით — აპარატებით გულის გაჩერების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. მატარებლების სიჩქარე საათში 80 კმ-ს შეადგენს.
Olympia-Einkaufszentrum - Rotkreuzplatz - Central Station - Sendlinger Tor - Kolumbusplatz - Mangfallplatz | |
Feldmoching - Harthof - Scheidplatz - Central Station - Sendlinger Tor - Kolumbusplatz - Giesing - Innsbrucker Ring - Trudering - Messestadt Ost | |
Moosach - Olympia-Einkaufszentrum - Olympiazentrum - Scheidplatz - Münchner Freiheit - Odeonsplatz - Marienplatz - Sendlinger Tor - Implerstraße - Obersendling - Fürstenried West | |
Westendstraße - Heimeranplatz - Central Station - Karlsplatz (Stachus) - Odeonsplatz - Lehel -Max-Weber-Platz - Arabellapark | |
Laimer Platz - Westendstraße - Heimeranplatz - Central Station - Karlsplatz (Stachus) - Odeonsplatz - Lehel - Max-Weber-Platz - Ostbahnhof (East Station) - Innsbrucker Ring - Neuperlach Süd | |
Garching-Forschungszentrum - Fröttmaning - Freimann - Studentenstadt - Münchner Freiheit - Odeonsplatz - Marienplatz - Sendlinger Tor - Implerstraße - Harras - Klinikum Großhadern |
მიუნხენის მეტროში სტანდარტული 1435 მმ-იანი ლიანდაგი გამოიყენება. კვება გვერდით ცაყენებული მესამე რელსიდან მიეწოდება.
მგზავრობის ღირებულება, ბილეთების ტიპები
რედაქტირება- გრიუნე-კარტა (თვიური ბილეთი) - 45 ევრო.
- Streifenkarte - (შტრაიფენ-კარტა, ათჯერადი ბილეთი) - 12,00 ევრო.
- ერთჯერადი ბილეთი