მიტროფანე კუჭავა
მიტროფანე იონას ძე კუჭავა (დ. 6 ივნისი, 1906, გურიფული, რუსეთის იმპერია — გ. 6 ნოემბერი, 1999, თბილისი, საქართველო) — საქართველოს საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. საკავშირო ალკკ-ის წევრი (1923), საკავშირო კპ(ბ) წევრი (1937).
ბიოგრაფია
რედაქტირებამიტროფანე კუჭავა დაიბადა 1906 წლის 6 ივნისს სოფელ გურიფულში, გლეხის ოჯახში. 8 კლასი დაამთავრა ხობში. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში, სადაც სკოლის დირექტორი და ლოგიკა-ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო პროფესორი შალვა ნუცუბიძე. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1930-1941 წლებში მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში რიგ თანამდებობაზე. 1941-1947 წლებში მუშაობდა გაგრის რაიკომის მდივნად. 1948-1951 წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 1951-1953 წლებში მუშაობდა ზუგდიდის რაიკომის მდივნად. 1953-1976 წლებში მუშაობდა: საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარედ; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; საგარეო საქმეთა მინისტრად; სოფლის მეურნეობის მინისტრად; პარტიული სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, ერთსა და იმავე დროს საქართველოს კპ ცკ მდივნად და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ; საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1953-1970 წლებში იყო საქართველოს კპ ცკ ბიუროს წევრი
მიტროფანე კუჭავა იყო საქართველოს სსრ-ს II-III და აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1953 წლის დეკემბერში იყო ბერიას წინააღმდეგ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სპეციალურის სასამართლო პროცესის წევრი.
გარდაიცვალა თბილისში 1999 წლის 6 ივნისს.
ჯილდოები და მედლები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №22 (3735), 2 თებერვალი, 1951
- მიტროფანე კუჭავა - ბერია, გამომცემლობა „ინტელექტი“, 1996 და „არტანუჯი“ 2012.