მისტერ სინისტერი
მისტერ სინისტერი (ინგ. Mister Sinister. ქართ. მისტერ ავბედითი (?)) - სუპერბოროტმოქმედი Marvel Comics-ის მსოფლიოში. შექმნილია მწერალი კლის კლერმონისა და ილუსტრატორი მარკ სილვესტრის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #221 (1987 წლის სექტემბერი).
მისტერ სინისტერი | |
---|---|
სინისტერი. დუაინ ტერნერის ნამუშევარი. | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | შემზარავი იქს-ადამიანები #221 (1987 წლის სექტემბერი). |
ავტორ(ებ)ი |
კრის კლერმონი მარკ სილვესტრი |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | ნათანიელ ესსექსი |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
მოკავშირეები |
დამრბევები პროგრამა იქს-იარაღი აპოკალიფსის მხედრები საზიზღარი ბიჭები Black Womb Project |
შესაძლებლობა |
ზეადამიანური ფიზიკური შესაძლებლობები, გონებრივი ძალები, ენერგიის გატყორცნა, ფორმის შეცვლის უნარი, გენიოსის დონის ინტელექტი |
გამოგონილი პერსონაჟის ბიოგრაფია
რედაქტირებაXIX საუკუნეში, ნათანიელ ესსექსი საუკუნეების-ხნის მუტანტმა, აპოკალიფსმა, საკუთარი ტექნოლოგიის მეშვეობით ’სინისტერად’,[1] ზეადამიანურ ქმნილებად გარდაქმნა. მცირე ხნის შემდგომ, დროში გადანაცვლებული გამბიტი და კურიერი სინისტერთან დახმარების სათხოვნელად მიდიან. დახმარების სანაცვლოდ ესსექსი კურიერის დეენემის სინჯს ითხოვს, რისი მეშვეობითაც მუტანტმა კურიერისათვის დამახასიათებელი ფორმის შეცვლის შესაძლებლობები შეიძინა. XX საუკუნის დასაწყისისათვის, სინისტერმა ადამიანის გენომი გატეხა, მოპოვებული ინფორმაცია კი ჰერბერტ ედგარ უინდჰამს გაუზიარა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, სინისტერი ნაცისტებთან თანამშრომლობდა, იგი შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით აგროვებდა ადამიანების სისხლის სინჯებს. ამ პერიოდში იგი შეხვდა ნამორს, აღფრთოვანდა მისით და გადაწყვიტა მისი კლონის შექმნა. მან წამოიწყო ე.წ. ცდა N2. თუმცა ნამორის კლონი საბოლოოდ კაპიტანმა ამერიკამ დაამარცხა. გარკვეული დროის შემდგომ, სინისტერმა გამბიტს დამრბევების ერთად თავმოყრა და Morlocks გუნდის წევრების ამოხოცვა დაავალა. მან შექმნა ჯინ გრეის კლონი, მედლის პრიორის სახით, ვისთანაც ციკლოპს შეეძინა ვაჟი, კეიბლი. სინისტერის მაქინაციები საფუძვლად დაედო ინფერნოს მოვლენებს. ამ პერიოდში, ციკლოპი ოპტიკური ბლასტით თითქოსდა კლავს სინისტერს, თუმცა მალევე ირკვევა, რომ იგი ცოცხალი და უვნებელია. იგი აცნობებს ციკლოპს, რომ არსებობს სამერსების მესამე ძმა (ვულკანი). სინისტერი მონაწილეობას იღებს სტრაიფის მცდელობაში - მოკლას პროფესორი ქსავიე. მან მიჰყიდა სტრაიფს ციკლოპი და ჯინ გრეი მათი დეენემების სანაცვლოდ. სტრაიფმა სინისტერს გადასცა ე.წ. მემკვიდრული ვირუსი, რომელმაც გამოიწვია რამდენიმე მუტანტის სიკვდილი. დოქტორი რობერტ უინდსორის სახელს ამოფარებულმა მონაწილეობა მიიღო იქს-იარაღის პროგრამის ხელახლა დაარსებაში, მუტანტებს დახმარებასა და კონცენტრაციული ბანაკიდან, ე.წ. ’ნევერლენდიდან’ დახსნას დაჰპირდა, რეალურად კი, ისინი გამოსაცდელ სუბიექტებად გამოიყენა.
სხვა ვერსიები
რედაქტირებააპოკალიფსის ჟამი
რედაქტირებაპარალელურ რეალობაში, რომელიც ცნობილია აპოკალიფსის ჟამის სახელით, სინისტერმა შექმნა ნეით გრეი ციკლოპისა და ფენიქსის გენეტიკური მასალისგან. ამ რეალობაში, სინისტერი აპოკალიფსის ერთ-ერთი მსახურია. მისთვის ესოდენ საძულველი ბოსის თავიდან მოშორების მიზნით იგი ძლიერი მუტანტის, ნეით გრეის გამოყენებას აპირებს. ციკლოპის დახმარებით, გრეი სინისტერის კლანჭებიდან თავის დახსნას ახერხებს, მოგვიანებით ებრძვის მას და სასიკვდილოდ ღადავს.
ამ რეალობაში, სინისტერი ხნიერი კოლოსუსია, რუსეთის მმართველი. ჯინ გრეის მიერ დევნილი დროში მოგზაურობს და ვიქტორიას ეპოქაში ხვდება.
სინისტერი ებრძვის დედფულს ჩვილი კეიბლის გულისათვის.
უკანასკნელი მსოფლიო
რედაქტირებაუკანასკნელი იქს-ადამიანების მიხედვით, ნათანიელ ესსექსი არის ბიოინჟინერი, რომელიც ნორმან ოზბორნისთვის მუშაობს. იგი საკუთარ თავზე ატარებს ცდას და იძენს გონების მართვის (და შესაძლოა სხვა) შესაძლებლობებს, თავს კი სინისტერს უწოდებს.
სხვა მედიაში
რედაქტირებატელევიზია
რედაქტირება- სინისტერი გამოჩნდა იქს-ადამიანების ანიმაციურ სერიებში;
- პერსონაჟი უნდა გამოჩენილიყო ადამიანი-ობობას ანიმაციური სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში, სახელად საიდუმლო ომები, თუმცა მის ნაცვლად სერიალში შტორმმა მიიღო მონაწილეობა.
- ბოიდ კირკლენდის განცხადებით, სინისტერი შესაძლოა გამოჩნდეს იქს-ადამიანები: ევოლუცია მე-5 სეზონში.
- სინისტერი ასევე გამოჩნდა ანიმაციაში სამურავი და იქს-ადამიანები, ეპიზოდში, სახელად ”გადაჭარბებული ძალა”.
ფილმი
რედაქტირება- ფილმში X2 ნათანიელ ესექსის სახელი იკითხება ერთ-ერთ ფაილზე, როდესაც მისტიკა მონაცემებს იპარავს ლედი დესსტრაიკის კომპიუტერიდან.
- ნათანიელ ესექსი ჩნდება ფილმში იქს-ადამიანები: აპოკალიფსი, ტიტრების შემდგომ კადრში: იგი სტრაიკერის ბაზაზე მოდის და ლაბორატორიიდან იღებს ლოგანის სისხლის ნიმუშს, რომელსაც ათავსებს კეისში წარწერით „ЕSSEX СORP“
ვიდეო თამაშები
რედაქტირება- ვერცხლისფერი სერფერი (1990).
- X2: სამურავის შურისძიება
- იქს-ადამიანები, ლეგენდები II: აპოკალიფსის აღზევება. ბრძოლის წინ სპეციალური დიალოგი იმართება შტორმსა და სინისტერს შორის. ეს უკანასკნელი სარკაზმით საუბრობს შტორმის შესაძლებლობებსა და გაწონასწორებულ ხასიათზე.
ძალები და შესაძლებლობები
რედაქტირებააპოკალიფსის მიერ ესსექსის გენეტიკის შეცვლის შემდგომ სინისტერი გამაუგნებლად გამძლე, მტკიცე გახდა, ამასთან ერთად გაიზარდა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. წლების მანძილზე, მან გამოიყენა უამრავი მუტანტის გენეტიკური მასალა და გაიფართოვა ზებუნებრივი შესაძლებლობებეის არეალი: ტელეპათია, ტელეკინეზისი, ზეადამიანური ფიზიკური ძალა, საკუთარი სხეულის სრული კონტროლი, მოლეკულურ დონეზეც კი. სინისტერს ასევე შეუძლია ხელებიდან დამადამბლავებელი ენერგიის გატყორცნა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მისტერ სინისტერი Marvel-ის სამყაროს ვიკიში