მიროსლავ სკორიკი
მიროსლავ სკორიკი (უკრ. Мирослав Михайлович Скорик; 13 ივლისი 1938 – 1 ივნისი 2020) იყო უკრაინელი კომპოზიტორი და მასწავლებელი. სკორიკის მუსიკა თანამედროვე სტილის მატარებელია და შეიცავს უკრაინული ფოლკლორული მუსიკალური ტრადიციების სტილისტურ თვისებებს.
მიროსლავ სკორიკი | |
---|---|
კომპოზიტორი | |
სრული სახელი |
მიროსლავ სკორიკი Мирослав Скорик |
დაიბადა |
1938 წლის 13 ივლისი, ლვივი, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა (ამჟამად, ლვივი, უკრაინა) |
გარდაიცვალა |
2020 წლის 1 ივნისი (81 წლის), კიევი, უკრაინა |
სკორიკი დაჯილდოებულია უკრაინის სახალხო არტისტისა და უკრაინის გმირის წოდებებით.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამიროსლავ სკორიკი დაიბადა ლვივში 1938 წლის 13 ივლისს, რომელიც მაშინ პოლონეთის მეორე რესპუბლიკის ნაწილი იყო.[1][2] მისმა მშობლებმა განათლება მიიღეს ავსტრიაში, კერძოდ, ვენის უნივერსიტეტში და შემდგომში გახდნენ მასწავლებლები. მამამისი იყო ისტორიკოსი და ეთნოგრაფი, ხოლო დედამისი - ქიმიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს არ ჰქონდათ სპეციალური მუსიკალური განათლება, დედამისი უკრავდა პიანინოზე, მამამისი კი - ვიოლინოზე. სკორიკს ადრეული ასაკიდანვე მოსდგამდა მუსიკისადმი მიდრეკილება და მისი დიდი დეიდა უკრაინელი სოპრანო, სოლომია კრუშელნიცკა იყო.
სკორიკი შევიდა ლვივის მუსიკალურ სკოლაში 1945 წელს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ციმბირში გაისტუმრეს, სადაც იგი აღიზარდა. ოჯახი ლვივში არ დაბრუნებულა 1955 წლამდე.
სტუდენტური წლები
რედაქტირება1955 და 1960 წლებს შორის, სკორიკი სწავლობდა ლვივის კონსერვატორიაში, სადაც იგი დაეუფლა მუსიკალურ კომპოზიციას და მუსიკის თეორიას; მისი მასწავლებლები იყვნენ სტანისლავ ლიუდკევიჩი და რომან სიმოვიჩი. სკორიკის ფინალური გამოცდის ნაწილი იყო "Vesna" ("გაზაფხული"), იგივე კანტატა სოლისტებისთვის, შერეული მუსიკალური გუნდი და ორკესტრი, რომელიც ეფუძნებოდა უკრაინელ მწერალს, ივან ფრანკოს ლექსებს. სკორიკის სტუდენტურ წლებში დაწერილი სხვა ნიმუშები მოიცავდა პიანინოს სონატას და "V Karpatakh" ("კარპატის მთებში"), ასევე სოლო პიანინოსთვის.
1960 წელს, მიროსლავ სკორიკი შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში, ასპირანტურის კვლევით პროგრამაზე სასწავლებლად, სადაც მისი კურსელი გახდა დიმიტრი კაბალევსკი. სკორიკი სასწავლებელში დარჩა 4 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში, სკორიკმა შექმნა სიმფონიური, კამერული და ვოკალური მუსიკა. ამ პერიოდის ზოგიერთ ნამუშევარს შორისაა ვიოლინოს სონატა No. 1 – "Suite in D major for Strings", სიმებიანი პარტიტა No. 1 და ვარიაციები, ბლუზი და ბურლესკი.[3][4]
მასწავლებლის კარიერა
რედაქტირება1964 წელს მოსკოვის კონსერვატორიის დასრულების შემდგომ, 25 წლის სკორიკმა დაიკავა მასწავლებლის პირველი პოზიცია და ლვივის კონსერვატორიაში უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი გახდა.[5] იგი სასწავლებელში 1966 წლამდე დარჩა. მოგვიანებით, სკორიკი დათანხმდა კიევის კონსორვატორიაში ახალ პოზიციას, სადაც ფოკუსირდა თანამედროვე ჰარმონიის ტექნიკის სწავლებაზე. სკორიკმა დისერტაცია დაასრულა 1964 წელს და კონცენტრირდა რუსი კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის მუსიკაზე. სკორიკის წიგნი Struktura i vyrazhalna pryroda akordyky v muzitsi XX stolitti ("სიმების სტრუქტურული ასპექტები მე-20 საუკუნის მუსიკაში") გამოიცა 1983 წელს. სკორიკის სტუდენტებს შორის იყვნენ კომპოზიტორები ოსვალდას ბალაკაუსკასი, ივან კარაბიცი და ევგენი სტანკოვიჩი. სკორიკი კიევის კონსერვატორიაში 1988 წლამდე დარჩა.
1963 წელს სკორიკი გახდა უკრაინის კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი.[6] მისი კარიერის განმავლობაში, სკორიკი კავშირის აქტიური წევრი იყო და სტანკოვიჩთან ერთად თანათავმჯდომარეობდა 2004-დან 2010 წლამდე.
მოგვიანო წლები
რედაქტირება1996 წელს სკორიკი თავის ოჯახთან ერთად გადაბარგდა ავსტრალიაში და მიიღო ავსტრალიის მოქალაქეობა, მაგრამ 1999 წელს საცხოვრებლად დაბრუნდა უკრაინაში. 2011 წელს სკორიკი დაინიშნა კიევის ოპერის სამხატვრო დირექტორის პოზიციაზე, რომელიც ეკავა 2016 წლამდე. იგი გარდაიცვალა 2020 წლის 1 ივნისს.[7]
მუსიკა
რედაქტირებამიროსლავ სკორიკი იყო კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. მის კომპოზიციებს ასრულებდნენ ანსამბლები და სოლისტები, მათ შორის, ლეონტოვიჩის კვარტეტი,[8] ოლეგ კრისა, ვოლოდიმირ ვინიცკი, ოლეგ ჩმირი, მიკოლა სუკი, ვიქტორ მარკივი და ალექსანდრე სლობოდიანიკი. 1987 წლის ჩელოს კონცერტზე სკორიკი გახდა უკრაინის შევჩენკოს ეროვნული პრემიის ერთ-ერთი ლაურეატი.[9] ქვემოთ მითითებული ნამუშევრების გარდა, მან დაწერა გარკვეული რაოდენობის სიმღერები და 40-ზე მეტი ფილმის პარტიტურა, მათ შორის, Tini zabutykh predkiv ("დავიწყებული წინაპრების აჩრდილები") და Vysokyy pereval ("მაღალი უღელტეხილი"), რომელიც მოიცავდა Melody in A minor-ს.[10]
მიროსლავ სკორიკმა დაიწყო რელიგიური მუსიკის წერა მე-20 საუკუნის დასასრულს, რომელიც მოიცავდა სპირიტუალურ კონცერტს "რექვიემი" (1999 წ.); ფსალმუნები სხვადასხვა ტიპის გუნდებისთვის (1999–2005 წწ.); და იოანე ოქროპირის ლიტურგია (2005 წ.). სკორიკის ბიოგრაფისა და უკრაინელი მუსიკათმცოდნის, ლუბოვ კიანოვსკას თანახმად, მისი სპირიტუალური კომპოზიციები "არ იყო მოდისთვის გადახდილი ხარკი", არამედ "ხანგრძლივი საშინაო მუშაობის სრულიად ბუნებრივი შედეგი" და "კომპოზიტორის შემოქმედებითი განვითარების ხანგრძლივი პროცესის გადაწყვეტილება", და რომ, ლიტურგია არის სტილისტურად მგრძნობიარე უკრაინის რელიგიური მუსიკის ტრადიციების მიმართ.
მიროსლავ სკორიკის მოსე (2001 წ.) იყო საუკუნის განმავლობაში ბიბლიურ თემაზე დაწერილი პირველი უკრაინული ოპერა. 2001 წელს უკრაინაში პაპ იოანე პავლე II-ის ვიზიტის დროს წარმოდგენილი ოპერა ეფუძნებოდა ივან ფრანკოს 1905 წლის პოემას, რომელიც აღწერდა აღთქმულ მიწაზე თავისი ხალხის წასაყვანად მოსეს ბრძოლას; ტექსტი პარალელს ავლებდა იზრაელიტებსა და საბჭოთა დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინელების ტანჯვას შორის.
ნამუშევრები
რედაქტირებაუკრაინელი მუსიკოსებისა და უკრაინის ინტერნეტ-ენციკლოპედიის მონაცემებიდან.
მიროსლავ სკორიკის ქვევით მოცემული ჩამონათვალი არასრულია:
ვოკალური
რედაქტირება- 1959 – Requiem.
- 1962 – Four Romances on verses by Taras Shevchenko for voice and piano.
- 1964 – Chelovek (The Person), cantata for soloists, chorus and symphony orchestra (in Russian).
- 1970 – 0:0 v nashu polzu (0:0 to Our Win), musical comedy.
- 1974 – Try ukrajinski vesilni pisni (Three Ukrainian Wedding Songs) for voice and symphony orchestra.
- 1977 – Na Rusalchyn Velykden (At the Rusalkas Easter), one-act opera.
- 1978 – Pisni Arlekina (Harlequin's Songs), children's musical.
- 1998 – Requiem (Skoryk) , a spiritual work for unaccompanied choir.
- 2001 – Moses (opera) , opera after Ivan Franko (in Ukrainian).
- 2003 – Hamaliia, a setting of a text by Taras Shevchenko.
- 2015 – Penitential Psalm, commemorating the "Heavenly Hundred" protesters who were shot dead by snipers during the Euromaidan in February 2014.
ინსტრუმენტული
რედაქტირება- 1959 – U Karpatakh (In the Carpathian Mountains) for piano
- 1959 – Album Leaf for solo piano; Carpathian Rhapsody for clarinet and piano
- 1959 – Melody for solo piano
- 1959 – Three Jazz Pieces for 4-hands piano
- 1960 – Vesna' (Spring), cantata on verses by Ivan Franko for soloists, chorus and symphony orchestra
- 1960 – Waltz for symphony orchestra
- 1961 – Suite for string orchestra
- 1961 – Variations for piano
- 1963 – Violin Sonata No. 1
- 1963 – Silnee smerti (Stronger than Death), symphonic poem
- 1964 – Burlesque for piano
- 1964 – Blues for piano
- 1965 – Hutsul Triptych (from the film score to Tini zabutykh predkiv (Shadows of Forgotten Ancestors))
- 1966 – Partita No. 1 for string orchestra
- 1966 – Iz Dytjachoho albomu (From the Children's Album) for piano
- 1967 – Kamenjari (Stonecutters), ballet
- 1969 – Violin Concerto; Skoryk has composed 9 violin concertos in total.
- 1969 – Recitatives and Rondeau, piano trio
- 1970 – Partita No. 2 for chamber orchestra
- 1972 – Carpathian Concerto for symphony orchestra
- 1973 – Orchestral suite from Kaminnyj hospodar (Stone Host) by Lesya Ukrainka
- 1973 – Three Fantasies from the Lviv Lute 16th-Century Tablature – arrangement for chamber orchestra
- 1974 – Partita No. 3 for string orchestra
- 1974 – Partita No. 4 for symphony orchestra
- 1975 – Partita No. 5, for piano
- 1977 – Piano Concerto No. 1
- 1979 – Toccata for piano
- 1982 – Piano Concerto No. 2
- 1984 – Cello Concerto
- 1991 – Violin Sonata No. 2
- 1993 – Symphonic poem 1933, commemorating the Holodomor of 1932 – 1933[11]
- 1994 – "ARIA" for cello (or violin) and piano
- 1996 – Partita No. 6 for string quartet
- 1998 – Partita no. 7 for wind quintet
- 2006 – The Return of the Butterfly , ballet[12]
ჯილდოები
რედაქტირება- People's Artist of Ukraine[13]
- Hero of Ukraine (Hero of Ukraine with the Order of the State (2008));[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Помер відомий композитор Мирослав Скорик“ [The famous composer Myroslav Skoryk has died]. Radio Free Europe/Radio Liberty (უკრაინული). 1 June 2020. ციტირების თარიღი: 6 March 2022.
- ↑ Baley 2001
- ↑ Famous Ukrainian Musicians. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 2 April 2023
- ↑ Stech, Marko Robert. Skoryk, Myroslav. Canadian Institute of Ukrainian Studies (2020). ციტირების თარიღი: 8 April 2023
- ↑ Oliynyk, Lesya (12 July 2013). „Мирослав Скорик: "Моя професія – створювати мелодії"“ [Myroslav Skoryk: 'My profession is to create melodies']. The Day (Kyiv) (უკრაინული). ციტირების თარიღი: 6 March 2022.
- ↑ Oliynyk, Lesya (12 July 2013). „Мирослав Скорик: "Моя професія – створювати мелодії"“ [Myroslav Skoryk: 'My profession is to create melodies']. The Day (Kyiv) (უკრაინული). ციტირების თარიღი: 6 March 2022.
- ↑ „У Львові поховали композитора Мирослава Скорика“ [Composer Myroslav Skoryk is buried in Lviv]. Ukrinform. ციტირების თარიღი: 6 March 2022.
- ↑ „Leontovych String Quartet“. Encyclopedia of Ukraine. 3. Canadian Institute of Ukrainian Studies. 1993. ციტირების თარიღი: 25 August 2023.
- ↑ Лауреати Національної премії України імені Тараса Шевченка 1962–2013 uk. Taras Shevchenko National Prize Committee of Ukraine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 6 March 2022
- ↑ Courtney, Laryssa Lapychak (10 July 2020). „Myroslav Skoryk, Ukraine's cultural icon, 81“. The Ukrainian Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 March 2022. ციტირების თარიღი: 3 April 2023.
- ↑ Borysenko 2010.
- ↑ Ballet "The Return of the Butterfly". ციტირების თარიღი: 8 April 2023
- ↑ Skoryk Myroslav. National Opera of Ukraine|Taras Shevchenko National Opera and Ballet Theatre of Ukraine. ციტირების თარიღი: 6 March, 2022
- ↑ Про присвоєння М. Скорику звання Герой України. Verkhovna Rada. ციტირების თარიღი: 6 March, 2022
ლიტერატურა
რედაქტირება- Baley, Virko (2001). "Skoryk [Skorik], Myroslav Mykhaylovych". Grove Music Online (8th ed.). Oxford University Press. ISBN 978-1-56159-263-0. Borysenko, V. K (2010). A Candle in Remembrance: an Oral History of the Ukrainian Genocide of 1932–1933. New York: Ukrainian National Women's League of America. ISBN 978-06153-6-708-8. Helbig, Adriana (2009). Culture and Customs of Ukraine. Westport, Connecticut: Greenwood Press. ISBN 978-03133-4-363-6.
- Markiv, Victor Radoslav (2010). The Life and Solo Piano Works of the Ukrainian Composer Myroslav Skoryk. Lewiston, New York: E. Mellen Press. ISBN 978-07734-3-002-0.
- Oleksiuk, Olga, ed. (2019). Individual Spirituality in Post-nonclassical Arts Education. Newcastle, UK: Cambridge Scholars Publishing. ISBN 978-15275-4-381-2.
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Kostyuk, Natalia (2015). "Скорик, Мирослав Михайлович" [Skoryk, Myroslav Mikhailovich]. In Zhulinsky, M.G. (ed.). Shevchenko's Encyclopedia (in Ukrainian). Vol. 5. Kyiv: Institute of Literature. T.G. Shevchenko National Academy of Sciences of Ukraine. pp. 797–798. ISBN 978-966-02-6420-5.
- Kyyanovsʹka, Lyubov (23 September 2013). "Мирослав Скорик: людина і митець" [Myroslav Skoryk: man and artist]. Music-Review Ukraine (in Ukrainian). Archived from the original on 30 June 2019. Retrieved 30 June 2019.
- Voloh, Oksana (2011). "М. Скорик – Мойсей Української Музики" [M. Skoryk: Moses of Ukrainian Music] (PDF). Molodʹ I Rynok (Youth and the Market) (in Ukrainian). 79 (8). Drohobych, Ukraine: Ivan Franko State Pedagogical University of Drohobytsk: 133–136. ISSN 2617-0825. (cached version).
სასარგებლო ბმულები
რედაქტირება- Myroslav Skoryk (1938–2020). (a list of works by Skoryk, with audio files).
- Myroslav Skoryk at IMDb (film scores by Skoryk)
- Skoryk interviewed by Dmitry Gordon in 2013 on the Ukrainian TV programme Visiting Dmitry Gordon (part 1; part 2 on Gordon's YouTube channel, in Ukrainian).