მირონი (მოქანდაკე)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მირონი (მოქანდაკე)}} |
მირონი (ბერძნ. Μύρων) — ძველი ბერძენი მოქანდაკე. ცხოვრობდა ძვ. წ. V საუკუნეში[1] ატიკის და ბეოტიის საზღვარზე. პლინიუს უფროსის ბუნების ისტორიის მიხედვით მისი მასწავლებელი იყო აგელადა.[2]
მირონი | |
---|---|
დაიბადა | ძვ. წ. V საუკუნე |
დაბადების ადგილი | Fortress of Eleutherai |
გარდაიცვალა | ძვ. წ. V საუკუნე |
მირონის მოღვაწეობის პერიოდი წინ უსწრებდა, V საუკუნეში, ბერძნული კულტურის აყვავებას. ხელოვნების ძველი კრიტიკოსები მას ახასიათებდნენ, როგორც ანატომიის კარგ მცოდნეს, მაგრამ მიუხადავად ამისა მირონმა მაინც ვერ მოახერხა თავისი ქმნილებებისთვის სიცოცხლისა და გამომსახველობის შთაბერვა. მირონი წარმატებით ძერწავდა სხვადასხვა ღმერთებს, ნათელჰყოფდა ცნობილ გმირებსა და ცხოველებს, მას განსაკუთრებით ლამაზად გამოსდიოდა ძნელი პოზები, რომლებიც ძალზედ რეალისტურად გამოიყურებოდნენ.
ჩვენს დრომდე მოაღწია მირონის ყველაზე ცნობილმა სტატუამ „ბადროს მტყორცნელი“. ის აღბეჭდავს ათლეტს, რომელიც აპირებს ბადროს ტყორცნას. ჩვენს დრომდე მირონის „ბადროს მტყორცნელის“ მოღწეული რამდენიმე ასლისგან ერთ-ერთი განსაკუთრებით საყურადღებოა, რომელიც მარმარილოს ერთი მთლიანი მონაკვეთისგან არის შექმნილი და დღესდღეობით იგი ინახება იტალიის დედაქალაქ რომში, მასიმის სასახლეში. ასევე ცნობილია, რომ „ბადროს მტყორცნელის“ ერთ ასლის თავის მდებარეობა არასწორია და იგი ინახება ბრიტანეთის მუზეუმში.
ძველი მწერლები ასევე ახსენებენ მირონის ერთ-ერთ „მარსის და ათენას“ ქმნილებას. ეს სკულპტურათა ჯგუფიც ჩვენამდე, ასევე, რამდენიმე ასლის სახითაა შემონახული. ადამიანებთან ერთად, მირონი, ასევე წარმატებით გამოსახავდა სხვადასხვა ცხოველებს, რომელთაგანაც გამოსარჩევია „ძროხის“ გამოსახულება. ძველი კულტურის თაყვანისმცემლებს ამ გამოსახულებისათვის მრავალი ეპიგრამა აქვთ მიძღვნილი. მირონის ქანდაკებების უმრავლესობა ქვისგან იყო შექმნილი, თუმცა გამონაკლისის სახით შეიძლება ბრინჯაოსაც შევხვდეთ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ მირონი ცხოვრობდა ძველბერძენი სკულპტორის ფიდიასის დროს, რომელიც თავისთავად, ბერძენი სკულპტორის პოლიკლიტე უფროსის პერიოდის, უდიდეს მხატვარს წარმოადგენდა. ეს ცნობილი გახდა ეგვიპტური პაპირუსიდან, სადაც აღწერილი იყო, რომ მირონმა გამოაქანდაკა ტიმანტის სკულპტურა, რომელიც ძვ. წ. 456 წელს გამართული ოლიმპიადის გამარჯვებული იყო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მირონი (მოქანდაკე)“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pausanias (geographer) references (e.g. 6.8.4, etc.) seem to suggest that he habitually signed his works "Myron the Athenian": Eleutherae became an Athenian demos in 460 BC.
- ↑ Pliny, Natural History 34.57, suggests that Myron was also in some sense self-taught: "Hageladae et ipsum discipulum." The account of Myron directly follows Pliny's account of Polyclitus of Sicyon, also a pupil of Ageladas.