ბუნების ისტორია (პლინიუსი)

ბუნების ისტორია (Naturalis historia) — პლინიუს უფროსის (23 - 79) მიერ დაწერილი ენციკლოპედია.

ბუნების ისტორია 1669 წლის გამოცემა

მიმოხილვა რედაქტირება

"ბუნების ისტორია" პლინიუსის ერთადერთი ჩვენამდე მოღწეული ნაშრომია. მისი ეპოქისთვის ასეთ ფუნდამენტალურ ნაშრომს უეჭველად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წიგნში პლინიუსმა თავი მოუყარა არა მარტო იმ დროინდელ მეცნიერულ ცოდნას, არამედ საკუთარი აღმოჩენებიც აღწერა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პლინიუსმა მეცნიერების "რომანიზაციაც" მოახდინა, მანამდე ეს წმინდა ბერძნული დარგი იყო. ამ ნაშრომში პლინიუსმა სცადა ბუნების ყველა ასპექტის აღწერა, მიუხედავად იმისა, რომ 37 ტომში არა მხოლოდ ბუნებაზეა საუბარი, არამედ იმაზე, რასაც ახლა ხელოვნებას ვუწოდებთ (ქვის და ლითონების დამუშავების ხერხები).

მიუხედავად სათაურისა, ეს ნაშრომი ბუნების წარსულს არანაირად არ ეხება. ლათინურ ენაში სიტყვა "ისტორიას" უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე დღეს, იგი ასევე აღნიშნავდა კვლევას, მოძიებას, ამრიგად - სათაურის თარგმნა შესაძლოა როგორც "ბუნების კვლევა", რაც უფრო ზუსტად ასახავს ენციკლოპედიის შიგთავსს.

ენციკლოპედიის სტრუქტურიზაცია ასეც შეიძლება: პირველ წიგნში ჩამოთვლილია ყველა ის წყარო, რითიც ავტორი ხელმძღვანელობდა, შემდეგ არის 2 თვრამეტწიგნიანი ჯგუფი, სადაც პირველში აღწერილია ბუნება, ხოლო მეორეში კი ბუნებისა და ადამიანის ურთიერთქმედება.

ავტორის თქმით (Praef., 17), ამ ნაშრომის დასაწერად მას 400-ზე მეტი ავტორის, აქედან 146 რომაელის და 327 ბერძენის 2000 წიგნის წაკითხვა მოუწია, საიდანაც მან 20 ათასამდე ამონაწერი გააკეთა. 77 წელს ნაწარმოების არსებული 36 ტომი მიეძღვნა ტიტუსს, ხოლო უკანასკნელი ტომის გამოცემა პლინიუსმა ვერ მოასწრო, იგი დაიღუპა 79 წელს და წიგნი მისმა დისშვილმა პლინიუს უმცროსმა გამოსცა.

ამ ნაშრომს, როგორც აღვნიშნეთ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკურ ხანაში და მოგვიანებითაც, შუა საუკუნეებში, ამაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიც.

სარჩევი რედაქტირება

პლინიუს უფროსის "ბუნების ისტორია" გამოიცა 37 ტომად. უკანასკნელი ტომი გამოსაცემად გაამზადა და გამოსცა პლინიუსის დისშვილმა პლინიუს უმცროსმა.

ციური სხეულები, ზოდიაქოს ნიშნები, ოთხი ელემენტი, მზე, ღმერთების შესახებ, ბედისწერა, პლანეტები, მზის და მთვარის მოძრაობა, პლანეტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კომეტები, მეტეორიტები, რვა ქარი, ამოუცნობი ციური მოვლენები, დედამიწა, ცისარტყელა, დედამიწის რელიეფი, ოკეანეები, მზის ამოსვლა და ჩასვლა, მზის ქცევა, კლიმატი, მიწისძვრები, ხანძრები, ნავთობი, ვულკანები.

  • III: დასავლეთ და სამხრეთ ევროპის გეოგრაფია

ესპანეთის და იტალიის აღწერა

  • IV: აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის გეოგრაფია

საბერძნეთი, შავი ზღვა, სკვითია, გერმანია, ბრიტანეთი

  • V: ჩრდილო აფრიკის და დასავლეთ აზიის გეოგრაფია
  • VI: შორეული სამხრეთის და შორეული აღმოსავლეთის გეოგრაფია

შავი ზღვა, კასპიის ზღვა, ჩინეთი, ინდოეთი, შრი ლანკა, ბაბილონი, არაბეთი, ნილოსსა და წითელ ზღვას შორის არხი

სხვადასხვა რასის და ეროვნების ადამიანთა აღწერა, გამოჩენილი რომაელები, სიკვდილი, სული, კრემაცია, სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

  • IX: ზოოლოგია - წყლის ცხოველები
  • X: ზოოლოგია - ფრინველები
  • XI: ზოოლოგია - მწერები
  • XIV: მევენახეობა
  • XV: ზეთის ხე და ხილის ხეხილი
  • XVI: ბოტანიკა - ტყის ხეები
  • XVII: ბოტანიკა - სხვა სასარგებლო მცენარეები

აგრონიმია, მებაღეობა, მარცვლეული

  • XVIII: მამულის მოვლის შესახებ
  • XIX: მებაღეობა
  • XX: სამკურნალო ხილი
  • XXI-XXII: სამკურნალო ყვავილები და ბალახები
  • XXIII: ყურძნის და კაკლის სამკურნალო თვისებები
  • XXIV: ტყის ხეების სამკურნალო თვისებები
  • XXV: სამკურნალო ბალახები
  • XXVI: დაავადებები და მკურნალობა
  • XXVII: გარეული ხილის სამკურნალო თვისებები
  • XXVIII: ადამიანის მიერ შექმნილი სამკურნალო საშუალებები

მაგია, ცრურწმენები, ნერწყვი, ნებისყოფა, სექსუალური კავშირები, რძე და კარაქი, ქონი, ძვლის ტვინი, სისხლი, შხამები, ნაღველი, ქერტლი, აღზნებადობა და სხვა

  • XXIX: მიწის ცხოველერბისგან მიღებული სამკურნალო საშუალებები
  • XXX: ჯადოქრობა, მაგია
  • XXXI: წყალი

სხვადასხვა სახის წყალი, წყალგაყვანილობა

  • XXXII: ზღვის ცხოველები
  • XXXIII: ოქრო, ვერცხლი და მერკური
  • XXXIV: მეტალები

ბრინჯაოს ისტორია, ბერძნული ქანდაკებები და სხვა

  • XXXV: მიწა

მხატვრობა

  • XXXVI: ქვა

დამუშავება, სკულპტურაში გამოყენება, მინერალოგია

  • XXXVII: ძვირფასი ქვები


წყაროები რედაქტირება

პლინიუსისთვის ვარონს ავტორიტეტულად მიიჩევდა. წყაროების არასრული სია:

ბერძნულ ლიტერატურას ხელოვნების, სკულპტურის და არქიტექტურის დარგში პლინიუსი ძირითადად ვარონის ნაშრომებით იცნობდა. "ბუნების ისტორიაში" ამაზე ვარონის ნაშრომების ციტატები მიგვითითებს.

"ბუნების ისტორიის" მნიშვნელობა დღეს რედაქტირება

პლინიუსის "ბუნების ისტორია" არის დღემდე შემონახული ერთადერთი ანტიკური ენციკლოპედია. 33-37 წიგნები გვაწვდის ფასეულ ინფორმაციას ანტიკურ ეპოქაში ლითონების და ქვების დამუშავების შესახებ. ეს ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია არქეოლოგიისთვის, ისტორიისთვის და ხელოვნების ისტორიისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება