აგრიპა (ბერძ. Ἀγρίππας; I საუკუნე) — ბერძენი ფილოსოფოსი, გვიანდელი სკეპტიციზმის წარმომადგენელი. ცდილობდა დაესაბუთებინა ჭეშმარიტი ცოდნის წვდომის შეუძლებლობა, სკეპტიკოსებთან ერთად მოითხოვდა თავის შეკავებას მეცნიერული მსჯელობისაგან. ჩვენამდე მოღწეულია აგრიპას ხუთი ტროპი — წინააღმდეგობის შესახებ, დასაბუთების უსასრულობაში სვლის შესახებ, ფარდობითობის შესახებ, დაუსაბუთებელი დებულების მიღების შესახებ, დაასბუთებაში ლოგიკური წრის შესახებ. ეს ტროპები აგრიპამ დაუმატა ენესიდემეს ათ ტროპს. აგრიპას ტროპებში გადმოცემულია შემეცნების პროცესისათვის დამახასიათებელი სიძნელეები.

აგრიპა
დაბ. თარიღი I საუკუნე
გარდ. თარიღი I საუკუნე
საქმიანობა ფილოსოფოსი

ლიტერატურა

რედაქტირება