მირიან შველიძე (დ. 1 იანვარი, 1947, თბილისი — გ. 9 თებერვალი, 2022[1]) — ქართველი მხატვარი, თეატრალური დეკორატორი, საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1971 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, თეატრალური მხატვრის სპეციალობით. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი იყო. რუსთაველის თეატრში მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებია: პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე“ (რეჟ. რობერტ სტურუა), უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“, „მაკბეტი“, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“, გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ და სხვა. აგრეთვე თანამშრომლობდა უცხოეთისა და საქართველოს სხვა თეატრებთან.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „გარდაიცვალა რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი მირიან შველიძე“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 10 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 735.