ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მირზა ქუჩეკ ხანი (დ. 12 ოქტომბერი, 1880 ან 1881, რეშთინოემბერი ან 2 დეკემბერი, 1921, არდებილი) —  მე-20 საუკუნის თალიში სამხედრო ლიდერი, ირანის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი რევოლუციონერი და სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკის პრეზიდენტი. იგი გახლდათ რევოლუციური მოძრაობის დამფუძნებელი, რომელიც განლაგებული იყო გილანის ტყეებში ჩრდილოეთ ირანში. მოძრაობა ცნობილი იყო "ნეჰზატ-ე ჯანგალი"-ს (ჯუნგლების მოძრაობა) სახელით.  აჯანყება დაიწყო 1914 წელს და აქტიური იყო შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ 1921 წლამდე.  მოძრაობა მთლიანად შეჩერდა მირზა ქუჩეკ ხანის გარდაცვალების შემდეგ.[1]

მირზა ქუჩეკ ხანი

სპარს. میرزا کوچک خان
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი 1880
რეშთი, ყაჯარების იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი1921 (41 წლის)
არდებილი, სპარსეთი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მირზა ქუჩეკ ხანის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ახალგაზრდობაში სწავლობდ გრამატიკა-თეოლოგიას  ჯერ მშობლიურ რეშთში, შემდეგ თეირანში; საკონსტიტუციო რევოლუციის დროს, როდესაც ის 25 წლის იყო, მიატოვა სწავლა და შეუერთდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოძრაობას. 1914 წელს წამოიწყო აჯანყება გილანის ტყეებში ქვეყნის ჩრდილოეთით (კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან), მაგრამ ის დიდწილად ჩაახშეს რუსული ჯარების დახმარებით; მიუხედავად ამისა, მირზამ თავიდან აიცილა პატიმრობა.  ჯენგელიელთა ცალკეული ნაწილების წინააღმდეგობა გაგრძელდა. გილანში დაბრუნება მირზა ქუჩეკ ხანმა მხოლოდ 1919 წელს მოახერხა, როცა რუსეთის ჯარებმა ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც აქ აჯანყებამ განახლებული ენერგიით იფეთქა.[2]

როდესაც 1920 წლის მაისში საბჭოთა ჯარებმა და ფლოტმა ენზელის ოპერაციის შედეგად, ქალაქი ენზელი დაიკავეს, ადგილობრივი ხელისუფლება და ბრიტანელები ქალაქიდან გაიქცნენ.  ქუჩეკ ხანი იქ ჩავიდა თავისი რაზმით და  საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. სთავაზობდა მათ თანამშრომლობას დამოუკიდებელი გილანის რესპუბლიკის აღიარების და რსფსრ-ის მხრიდან შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობით, რაზეც თავდაპირველად თანხმობა მიიღო.

 
მირზა ქუჩეკ ხანის თავი რეშთში

1920 წლის ივნისიდან ივლისამდე და 1921 წლის მაისიდან სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა ამ სახელმწიფო ფორმირების დროებით მთავრობას; უკვე 1920 წელს დაიწყო უთანხმოება ქუჩეკ ხანს, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ფეოდალიზმის ელემენტები გილანში და სპარსელ კომუნისტებს შორის, რომლებიც მასიურად მონაწილეობდნენ გილანის სახალხო მოძრაობაში. 1921 წლისთვის განსხვავებები გადაულახავი გახდა და რსფსრ-მ იმ დროისთვის, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებით, შეწყვიტა მოძრაობის მხარდაჭერა; 1921 წლის 4 აგვისტოს ქუჩეკმა მოაწყო გადატრიალება გილანის რესპუბლიკაში, ხოლო 29 სექტემბერს — თავდასხმა გილანში კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებზე  კომუნისტური აჯანყების ჩახშობის და გილანის ავტონომიის მიღწევის მიზნით სპარსეთის სახელმწიფოს ფარგლებში  ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად,  რომლის ძალები აჯანყებულ რეგიონს უახლოვდებოდნენ. აჯანყება ჩაახშეს, მაგრამ რეზა შაჰმა, რომელიც ხელმძღვანელობდა სპარსეთის ჯარებს, მოლაპარაკება არ გამართა ქუჩეკთან და დაამარცხა ჯანგალიელთა ძალები. კუჩეკი გაიქცა თალიშის მთებში. იქ ძლიერი მოყინვა მიიღო. ქუჩეკი ბოლოს  უკვე მომაკვდავი აღმოაჩინეს ერთ-ერთი ადგილობრივი მიწის მესაკუთრის მსახურებმა,  რომლებმაც მესაკუთრის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს. ქუჩეკის  თავი რეშთში გაგზავნეს და გამოიტანეს საჯაროდ  ქალაქის ყაზარმებთან.[3][4][5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Nasrollah Fatemi. Diplomatic History of Persia, Russell F. Moore, 1952 г. LCCN 52011977, ASIN B0007DXLE2
  • Ebrahim Fakhrayi. Sardar-e Jangal (The Commander of the Jungle), Tehran: Javidan, 1983 г.
  • Gregor Yaghikiyan. Shooravi and jonbesh-e jangal (The Soviet Union and the Jungle Movement), Editor: Borzouyeh Dehgan, Tehran: Novin, 1984 г.
  1. Ebrahim Fakhrayi. «Sardar-e Jangal (The Commander of the Jangalis)», Tehran: Javidan, (1983), p. 13
  2. Reza Shabani. «The Book of Iran: A Selection of the History of Iran», translated by Mahmoud Farrokhpey (Alhoda: Organization for Islamic Culture and Communications, 2005), first edition, p. 265.
  3. Cahon, Ben. "Iran – Gilan". World Statesmen. Retrieved 2 February 2018.
  4. "Mirza Koochak Khan, Lenin". The Iranian. Retrieved 2013-05-20.(სპარს.)
  5. Atabaki, Touraj (2009). Iran in the 20th Century: Historiography and Political Culture. I.B.Tauris. p. 63. ISBN 978-0857731876. Leaders of regional movements like Ra'is Ali Dilvari, Mirza Kuchik Khan, Muhammad Khiyabani and others or revered politically active intellectuals such as Mirza Hassan Khan Pir Nia Mushir al-Dawlah or Hassan Mudarris have become unquestioned national heroes (...)