მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩა
მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (აბანოთუბანი, ხარფუხი); აბანოს ქუჩიდან ფირდოუსის ქუჩამდე. როგორც შესახვევი, წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში, ადრე მექვაბეთა ქუჩა ერქვა, სახელწოდება დაკავშირებულია თბილისელ მექვაბეთა საქმიანობასთან. ქუჩას ესაზღვრებოდა მსხვილი ფეოდალების სუმბათოვების (სუმბათაშვილების) მამული და XX საუკუნის დასაწყისიდან სუმბათოვის ქუჩა დაერქვა. 30-იან წლებში მირზა ფათალი ახუნდოვის სახელი ეწოდა. დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე. აქვს 1 შესახვევი, რომელიც იმავე გეგმაზე დატანილია ქვაბის შესახვევის სახელწოდებით. აქვეა დატანილი სპილენძისა და ზედადგარის შესახვევები, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს.
მირზა ფათალი ახუნდოვის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | აბანოთუბანი, ხარფუხი |
წინა სახელები | მექვაბეთა ქუჩა, სუმბათოვის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 26, ISBN 978-99928-20-35-3.