სუმბათაშვილები

ქართული თავადური საგვარეულო.

სუმბათაშვილები — ქართული თავადური საგვარეულო, რომელიც რამდენიმე შტოდ გაიყო. ქართულ წყაროებში იხსენიებიან XIII საუკუნიდან. თავდაპირველი ფორმა იყო „სუმბატისძე“. ქართლის სამეფოში იკავებდნენ მეითრების თანამდებობას. ერთი პერიოდი თბილისისა და ნავთლუღის მოურავებიც იყვნენ. ქვიშხეთში ფლოდნენ საკუთარ საგვარეულო სასახლეს. XV-XVIII საუკუნეებში ჰქონდათ თავისი სათავადო. იოანე ბატონიშვილის მიხედვით, სომხური წარმოშობის გვარია.[1] თავის საგვარეულოს უკავშირებდნენ მცირე სომხეთის მმართველ ბაგრატუნების დინასტიას. ჩანან ქართლის თავადთა სიაში, რომელიც თან დართული აქვს 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატს.[2] აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კრწანისის ბრძოლაში.[1] სუმბათაშავილებს არ ჰქონდათ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უმაღლესი გადაწყვეტილებით დამტკიცებული გერბი, თუმცა ცნობილია მათი საგვარეულო გერბების ორი ვარიანტი. თეიმურაზ II სიგელში (28 იანვარი, 1789 წ.) ქაიხოსრო მეითრიშვილი (ანუ მეითარის ძე) სუმბათაშვილი და მისი შვილები აბდულა-ბეგი და პაატა დასახელებული არიან თავადებად. რუსეთის იმპერიის შემადგნელობაში შესვლის შემდეგ, 1850 წლის 6 დეკემბერს დაუმტკიცდათ თავადის სტატუსი. გვარი რუსიფიცრებული იყო როგორც სუმბატოვი (რუს. Сумбатов). საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენელია ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი.[2]

სუმბათაშვილები
პერიოდი XIII საუკუნიდან
ტიტული თავადი, მეითარი, თბილისისა და ნავთლუღის მოურავები
წარმოშობის ადგილი მცირე სომხეთი
სამფლობელოები სუმბათაშვილების სათავადო, გარეთუბანი (რეზიდენცია)
სასახლეები სუმბათაშვილების სასახლე ქვიშხეთში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 ბიჭიკაშვილი, იოსებ; ჩიქოვანი, იური. თავად სუმბათაშვილების საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი. საქართველოს ეროვნული არქივი. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2023
  2. 2.0 2.1 Князья Сумбатовы (Сумбаташвили) // Думин С. В., Чиковани Ю. К.. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 201–203.