აბანოს ქუჩა
აბანოს ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში (აბანოთუბანი). ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან აბანოს I შესახვედრამდე. სავარაუდოდ საფუძველი ჩაეყარა იმ დროს, როდესაც აქ პირველი აბანოები აიგო.
აბანოს ქუჩა | |
---|---|
აბანოს ქუჩა | |
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ისტორიული რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორია
რედაქტირებააბანოს ქუჩის სახელწოდება მიიღო არა უგვიანეს 1841 წლისა (შეტანილია 1841 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში). ვახტანგ გორგასლის (ყოფილი თათრის) მოედნიდან. 1851 წელს, მიხეილ ვორონცოვის ქუჩის (ახლანდელი ვახტანგ გორგასლის ქუჩა) გაყვანის შემდეგ, მოედნიდან წავკისისწყლამდე მდებარე ქუჩის მონაკვეთიც მას შეუერთდა.
აბანოს ქუჩა დღეისათვის მთლიანად რესტავრირებულია. ქუჩის ერთ მხარეს განთავსებულია აბანოების კომპლექსი, მეორე მხარეს — სახლები (XIX საუკუნის 50–70-იანი წლები), რომელთა ზედა სართულები საცხოვრებელია, პირველ სართულებზე კი სავაჭრო დაწესებულებებია (კაფეები, მაღაზიები). ქუჩას კეტავს ყოფილი „ჭრელი აბანო“ (ორბელიანების საგვარეულო აბანო; მოიხსენიება XVIII საუკუნიდან).
აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღსანიშნავად ქუჩაზე არსებულ სკვერს 2004 წელს ეწოდა ჰეიდარ ალიევის სახელი, სადაც 2007 დაიდგა მისივე ბიუსტი (მოქანდაკე ნ. ალიევი). აქვს 2 შესახვევი (II შესახვევს ადრე გოგირდის შესახვევი ერქვა).
- აბანოს I ჩიხი — ძველი თბილისის რაიონი (აბანოთუბანი). დასაწყისი იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან.
- აბანოს II ჩიხი — ძველი თბილისის რაიონი (აბანოთუბანი). დასაწყისი იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 11, ISBN 978-99928-20-35-3.