მირალესქერ მირყასიმოვი

მირალესქერ მირყასიმოვი (აზერ. Mirəli Mirəsədulla oğlu Mirqasımov; დ. 9 თებერვალი, 1924, ბაქო — გ. 9 ნოემბერი, 2003, იქვე) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა მოქანდაკე, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი, პროფესორი. აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტის ვაჟიშვილი.[1][2]

მირალესქერ მირყასიმოვი
აზერ. Mirəli Mirqasımov
სრული სახელი მირალესქერ მირყასიმოვი
დაიბადა 9 თებერვალი, 1924
დაბადების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაიცვალა 9 ნოემბერი, 2003 (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სფერო სკულპტურა
მომზადება

აზერბაიჯანის სამხატვრო სასწავლებელი (1944);

რეპინის სახელობის ინსტიტუტი ლენინგრადში (1951)

მირალესქერ მირყასიმოვი არის პირველი აზერბაიჯანელი მოქანდაკე, რომელმაც მიიღო სპეციალური უმაღლესი განათლება. 1944 წელს მან წარჩინებით დაამთავრა აზერბაიჯანის სამხატვრო სასწავლებელი, ხოლო 1951 წელს რეპინის სახელობის ინსტიტუტი ლენინგრადში. იყო ბაქოს ჯაბარ ჯაბარლის, ქალაქ სუმგაითის ნარიმან ნარიმანოვის, ქალაქ ნახიჩევანში ჯალალ მამედკულუზადეს ქანდაკებების ავტორი. მირყასიმოვის ზოგიერთი ნამუშევრები, ისეთები, როგორებიც არის „მენავთობეს პორტრეტი“, „ქალიშვილის პორტრეტი“, „ქალიშვილი მტრედთან“ გამოფენილია ბაქოში, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში.

იგი მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის 1967 წლის მონრეალის მსოფლიო გამოფენაზე. მირყასიმოვის გამოფენები ეწყობოდა რუსეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, ეგვიპტეში და სხვა ქვეყნებში. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის „დიდების“ ორდენით.

ქალაქ ნახიჩევანში ჯალილ მამედკულუზადეს (მარცხნივ) და ქალაქ სუმგაითში ნარიმან ნარიმანოვის ქანდაკება. მოქანდაკე მირყასიმოვი
  1. İsrafilbəyova G. Nəhəng daş nəhəng inad Xalq qəzeti 2008
  2. Mirəli Mirəsədulla oğlu Mirqasımov AZƏRTAC 2003