მინდია აბაშიძე
მინდია აბაშიძე (დ. 27 ოქტომბერი, 1989 — გ. 12 ოქტომბერი, 2012) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებამინდია აბაშიძე დაიბადა სოფელი თხილნარში, ხელვაჩაურის რაიონში. დაამთავრა მახინჯაურის საზღვაო კოლეჯი მექანიკოსის კვალიფიკაციით. იყო მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე თანამემამულე იხსნა სიკვდილისგან. 2011 წელს სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფებოდა, ორჯერ გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ თალიბების ნაღმზე აფეთქდა, მეორედ, მოწინააღმდეგის ალყაში მოხვდა და ძლივს გამოაღწია. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2012 წელსაც მონაწილეობდა, 10 ოქტომბერს, საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს, ჯავშანტრანსპორტიორში თალიბების შემოგდებულ ნაღმს გადაეფარება და მისმა უკანასკნელმა გმირულმა თავგანწირვამ სამი ქართველი ჯარისკაცი იხსნა სიკვდილისგან.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 2012 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ).
ლიტერატურა
რედაქტირებაგმირი, 2008-2018, ოთხოზორია-ტატუნაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. თბ., 2018, გვ. 320-321.