მილექსება
მილექსება — ქართული ზეპირსიტყვიერების ტრადიციული ჟანრი. ფართოდ არის გავრცელებული ფშავში. გვხვდება აგრეთვე მთიულეთ-გუდამაყარში, ხევსურეთსა და ხევში. მილექსება მეტოქეთა შემოქმედებითი პაექრობაა, რომლის მონაწილენი ერთმანეთს მიმართავენ ექსპრომტად თქმული სატირულ-იუმორისტული ლექსებით. მილექსება სიმღერითაც სრულდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოჭური დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 696.