მიკოტროფული მცენარეები
მიკოტროფული მცენარეები — მცენარეები, რომლებიც ქმნიან მიკორიზას და ფესვებზე დასახლებულ სოკოთა დახმარებით ნიადაგიდან იღებენ საჭირო საკვებ ნივთიერებებს. არსებობს მიკოტროფული მცენარეების 3 ჯგუფი:
- მცენარეები, რომლებიც არ ვითარდებიან თუ თესლი სოკოთი არ არის დაავადებული (ჯადვარისებრნი);
- მცენარეები, რომლებიც იზრდებიან უმიკოზოდ, მაგრამ მიკორიზის არსებობისას უკეთესად ვითარდებიან (ხეებისა და ბუჩქების უმრავლესობა);
- მცენარეები, რომლებსაც აქვთ მიკორიზა, მაგრამ ხელსაყრელი კვების პირობებში კარგად იზრდებიან უმიკორიზოდ (ცაცხვი, არყი, მრავალი ბუჩქი).
მცენარეთა უმრავლესობა მიკოტროფულია, გამონაკლისია ზოგიერთი ერთწლოვანი ბალახი, ისლი, შვიტა და წყლის მცენარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 686.