მიგიენ ბაშა
მიგიენ ბაშა(დ. 5 იანვარი, 1987) — ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი რომელიც თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. დაიბადა შვედეთში, თუმცა იგი ამ ქვეყნის სახელით მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მისი კარიერის დანარჩენი ნაწილი მან ალბანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გაატარა და საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელიც აღმოჩნდა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიგიენ ხევატ ბაშა | ||
დაბადების თარიღი | 5 იანვარი, 1987. | ||
დაბადების ადგილი | ლოზანა, შვეიცარია. | ||
სიმაღლე | 1.80 | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი |
ადრეული ცხოვრება და ახალგაზრდული კარიერა
რედაქტირებაბაშა დაიბადა ლოზანაში, შვეიცარია. კოსოვოელი და ალბანელი მშობლების ოჯახში, რომლებიც წარმოშობით თერანდადან იყვნენ.[1] მას ჰყავს უმცროსი ძმა, ვულნეტ ბაშა, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია. ბაშა ადრეულ ასაკში გადავიდა თერანდაში ალბანური ენის შესასწავლად და რამდენიმე წელი დაწყებით სკოლაში სწავლობდა. შემდეგ კი მშობლიურ ქალაქში ლოზანაში დაბრუნდა, კოსოვოს ომის დაწყებამდე. ომის დროს მისი ოჯახის სახლი მთლიანად განადგურდა, ასევე ამ ომს ემსხვერპლა მისი ბიძა.[1] ამ მოვლენებმა ღრმა კვალი დატოვა მის ცხოვრებაში.[1]
ბაშამ საფეხბურთო კარიერა დაიწყო ადრეულ ასაკში, როდესაც იგი 11 წლის იყო, შეუერთდა ადგილობრივ გუნდს Dardania Lozanne.[2] ეს იყო სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა ალბანური საზოგადოების მიერ ლოზანაში, იმ დროისთვის კლუბის მწვრთნელი აგიმ კანა გახლდათ.[3] შემდეგ გადავიდა სხვა სამოყვარულო კლუბში, სახელად Team Vaud. ხოლო 2004 წელს ბაშა გადავიდა საფეხბურთო კლუბ ლოზანაში. აქ ყოფნის პირველივე წელს ბაშამ პირველ გუნდში საკუთარი ადგილის მოპოვება მოახერხა .[4]
საკლუბო კარიერა
რედაქტირებალოზანა
რედაქტირებამისი დებიუტი პროფესიონალურ კარიერაში შედგა 18 წლის ასაკში, 2005 წლის 16 ივლისს 2005–06 სეზონში, ვინტერტურის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც დასრულდა ლოზანის გამარჯვებით 5–4, ბაშა კი მატჩში მე-60 წუთზე შევიდა. პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი მან თავის მესამე მატჩში გაიტანა, დებიუტიდან ორი კვირის შემდეგ, 2005 წლის 30 ივლისს ლუცერის წინააღმდეგ მატჩში, სადაც ლოზანამ 4-1 ანგარიშით გაიმარჯვა. ბაშა 68-ე წუთზე იზაბელას ნაცვლად შევიდა, 88-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3-1 გახადა.
ლუჩეზე
რედაქტირება2005-06 სეზონის მეორე ნახევარში, ბაშა გადავიდა იტალიაში Luccehse-Libertas-ში სერია C1-ში. სეზონის ბოლომდე მან ხუთი მატჩი ჩაატარა. 2006-07 წლების სეზონში მან ლუჩესში რვა მატჩში ითამაშა.
ვიარეჯიო
რედაქტირება2007 წელს ბაშა გადავიდა ვიარეგჯოში სერია C2-ში. აქ მან 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. ვიარეჯიოში მან მხოლოდ 2007-08 სეზონის პირველ ნახევარში იასპარეზა.
რიმინი
რედაქტირება2007-08 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის ბაშა გადავიდა რიმინში. მან ჩაატარა 12 მატჩი 2007-08 წლების სეზონის მეორე ნახევარში. მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 2 თებერვალს ბარის წინააღმდეგ გასვლით გამარჯვებაში 0-1, ბაშა კი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა 77-ე წუთზე.
ბაშამ 2008-09 წლების სეზონის პირველივე თამაშში გაიტანა გოლი, 2008 წლის 17 აგვისტოს რავენას წინააღმდეგ, იტალიის თასზე. მატჩი ფრედ 3–3 დასრულდა და დასრულდა, რასაც მოჰყვა პენალტების სერია, სადაც ბაშამ პენალტის გატანა ვერ მოახერხა, რის გამოც გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა, ანგარიშით 5–7. სერია B-ში 29 აგვისტოს, პარმას წინააღმდეგ ბაშამ გათანაბრების გოლი გაიტანა, თამაში დასრულდა ანგარიშით 1–1.[5] თებერვლის თვეში მან ორი გოლის გატანა შეძლო ტრევიზოს წინააღმდეგ 7 თებერვალს, რომელიც დასრულდა ფრედ, ანგარიშით 2–2,,[6] და 28 თებერვალს ანკონას წინააღმდეგ, 2–1. მან დაასრულა 2008–09 სერია B სეზონი 38 მატჩით და 3 გოლით, ასევე ითამაშა ორ მატჩში ანკონას წინააღმდეგ, სადაც პირველი მატჩი 2009 წლის 6 ივნისს დასრულდა ფრედ 1–1, [7] და განმეორებითი თამაში ითამაშა ერთი კვირის შემდეგ, 13 ივნისს, რომელიც დასრულდა ანგარიშით 0-1. ამ შედეგების ფონზე რიმინი სერია B დან დაქვეითდა.[8]
ფროსინონე
რედაქტირებარიმინის დაქვეითების გამო ბაშა სერია B-ს კლუბ ფროსინონეში გადავიდა.ფროსინონეში ბაშამ თავისი პირველი თამაში 2009 წლის 21 აგვისტოს ჩაატარა, სალერნიტანას წინააღმდეგ, სადაც მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ფროსინონეს სახელით და გაიმარჯვეს, ანგარიშით 1–2.[9] ბაშამ კლუბში 38 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა. ბაშა დაეხმარა ფროსინონეს Coppa Italia-ის მეოთხე ტურში გასვლაში და გოლი გაიტანა ვარეზესთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიგიენ ბაშა — National-Football-Teams.com
- მიგიენ ბაშა – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
- მიგიენ ბაშა — Soccerway
- Migjen "Xhevat" Basha at Gazzetta.it (in Italian)
- Migjen "Xhevat" Basha at Football.it (in Italian)
- Migjen Basha profile at FSHF.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 23 November 2017
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 L'Eco di Bergamo (3 August 2010). „Basha tells about himself“. L'Eco di Bergamo (Italian). ციტირების თარიღი: 16 August 2010.
- ↑ Migjen Basha – Euro 2016 profile Albanian. FSHF. ციტატა: „• Kur i keni patur fillesat me futbollin? Kur keni filluar të luani si futbollist profesionist? Cdo gjë ka filluar ku isha I vogël dhe luaja për qejf deri në moshën 11 vjecare. Më pas fillova të luaja për Dardania Lausanne“ ციტირების თარიღი: 30 November 2017
- ↑ „Agim Cana Entraîneur du Dardania Lausanne“. 24heures.ch (French). 19 August 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2012. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
- ↑ Migjen Basha - FC Bari 1908 - Stipendio & Fidanzata / Moglie & Automobili Italian. ციტირების თარიღი: 30 November 2017
- ↑ Parma vs. Rimini - 29 August 2008 - Soccerway. ციტირების თარიღი: 15 June 2016
- ↑ Rimini vs. Treviso - 7 February 2009 - Soccerway. ციტირების თარიღი: 15 June 2016
- ↑ Ancona vs. Rimini - 6 June 2009 - Soccerway. ციტირების თარიღი: 15 June 2016
- ↑ Rimini vs. Ancona - 13 June 2009 - Soccerway. ციტირების თარიღი: 15 June 2016
- ↑ Salernitana vs. Frosinone - 21 August 2009 - Soccerway. ციტირების თარიღი: 15 June 2016