მთისკალთის მღვიმეები
მღვიმეთა კომპლექსი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
მთისკალთის მღვიმეები — მღვიმეთა კომპლექსი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში,სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ მთისკალთის მიდამოებში. ზღვის დონიდან 570 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შედგება სამი მღვიმისაგან. პირველი მღვიმის ჯამური სიგრძეა 335 მ, მეორის — 75 მ, მესამის — 42 მ. პირველში გადის ნაკადული, ორი დანარჩენი მშრალია. მღვიმეებში უხვადაა სხვადასხვაგვარი ნაღვენთ-ნაწვეთი კალციტური წარმონაქმნები, მათ შორის მღვიმური მარგალიტები. გვხვდება მღვიმური ცხოველები.
მთისკალთის მღვიმეები | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 570 მ |
სიგრძე | 452 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 672.