მზიანი სანაპირო (ბულგ. Слънчев бряг — სლანჩევ-ბრიაგი) — ზღვისპირა კლიმატური კურორტი ბულგარეთში; გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ნესებირიდან ჩრდილოეთით. ზაფხული ძალიან თბილია (ივლისის საშუალო ტემპერატურა 23,3 °С), ზამთარი რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 2,4 °С); ნალექები 430 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალებები: კლიმატოთერაპია, ზღვაში ბანაობა. არის 5 კმ-ზე მეტი სიგრძისა და 300-400 მ სიგანის პლაჟი, რომელიც დაფარულია წვრილი ყვითელი ქვიშით. ყურძნით მკურნალობა. არის სასტუმროები, პანსიონატები, აგარაკები და სხვა. სულ 200-მდე სასტუმროა. მზიანი სანაპირო ქალაქ ნესებირის ნაწილია, რომლის ძველი მონაკვეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ძველ ნესებირსა და მზიან სანაპიროს შორის ავტობუსი მოძრაობს. საკურორტო კომპლექსი მზიანი სანაპირო დაჯილდოებულია ცისფერი დროშით. უახლოესი აეროპორტები და რკინიგზის სადგურები განლაგებულია ბურგასსა და ვარნაში.

მზიანი სანაპირო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება