მეჭიანჭველესებრნი

მეჭიანჭველესებრნი[1] (ლათ. Formicariidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 9,5–36 სმ. ნისკარტი გვერდებიდან შეკვეცილია, ზოგჯერ ბოლოში კაუჭით. მიწის ფრინველებს გრძელი ფეხები აქვთ, მეხეურებს — მოკლე. მამლები კონტრასტულად არიან მორთულები, ზოგჯერ გარდიგარდმო გასდევთ თეთრი, შავი ან წითური ფერის ზოლები ან ზოლები; დედლები ერთ ტონში არიან შეფერილი.[2] ცნობილია 2 გვარის 12 სახეობა.[3][4] გავრცელებული არიან სამხრეთი მექსიკიდან ცენტრალურ არგენტინამდე. ბინადრობენ ტყეებში ან ბუჩქნარში. ბუდეს ბუჩქებზე აკეთებენ, იშვიათად მიწაზე. დებენ 2 კვერცხს, იშვიათად 3-ს; ინკუბაცია 14–17 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან უმთავრესად მწერებით, ძირითადად ჭიანჭველებით.[2]

მეჭიანჭველესებრნი

ჭრელი შაშვისმსგავსი მეჭიანჭველე (Chamaeza nobilis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Formicariidae (G. R. Gray, 1840)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 54, 138, 200.
  2. 2.0 2.1 Муравьеловки // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 17 — М., 1974.
  3. Antthrushes, antpittas, gnateaters, tapaculos, crescentchests. IOC World Bird List (v 8.2) (2018).
  4. მეჭიანჭველესებრნი (TSN 178271). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.