მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი

თორნტონ უაილდერის რომანი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი (ინგლ. The Bridge of San Luis Rey) — ამერიკელი მწერლის, თორნტონ უაილდერის რიგით მეორე რომანი, რომელიც პირველად 1927 წელს გამოიცა და საყოველთაო აღიარება მალევე მოიპოვა. ნაწარმოებმა გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ, 1928 წელს, დაიმსახურა პულიცერის პრემია და იმავე წლის ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა აშშ-ში.[1][2] ნაწარმოები ფართობაა აღიარებული, როგორც ამ ამერიკელი მწერლის მაგნუმ-ოპუსი.[3]

მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი
ავტორი თორნტონ უაილდერი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1927
მედია ბეჭდური
გვერდი 235 (ორიგინალში)

1998 წელს, ამერიკული თანამედროვე ბიბლიოთეკის სარედაქციო საბჭომ, ნაწარმოები მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებს შორის 37-ე ადგილზე გაამწესა.[4] ჟურნალმა „Time”-მა წიგნი 1923 წლიდან 2005 წლამდე დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან ნაწარმოებს შორის შეიყვანა. [5]

მოკლე აღწერა

რედაქტირება

ნაწარმოები გვიამბობს რამდენიმე ადამიანის ისტორიის შესახებ, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ - ისინი პერუში, ინკას ხიდის ჩამონგრევის შედეგად იღუპებიან, მკითხველი კი დეტალურად ეცნობა ისტორიებს ხიდზე მყოფთა შესახებ. რიგითიბერი, რომელიც ამ უბედური შემთხვევის მოწმეა, მსხვერპლთა ცხოვრებებს იკვლევს და ეძებს ერთგვარ კოსმიურ პასუხს კითხვაზე, რატომ უნდა მომკვდარიყო თითოეული მათგანი.

თავად ავტორმა ნაწარმოებზე საუბრისას ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ეს ნაშრომი მკითხველს უმთავრესად შემდეგი კითხვის წინაშე აყენებს: "არსებობს თუ არა მიმართულება და მნიშვნელობა ცხოვრებას ინდივიდის საკუთარი ნების მიღმა?" [6] რაც შეეხება უშუალოდ შთაგონების წყაროს, უაილდერმა განმარტა, რომ ის ფრანგი მწერლის, პროსპერ მერიმეს ერთმოქმედებიანი პიესით - Le Carrosse du Saint-Sacrement („კურთხეულის ვაგონი“) - მოვიდა, რომლის მოქმედებაც ლათინურ ამერიკაში ვითარდება და რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი კურტიზანი ქალია.[6] კითხვაზე, იყო თუ არა მისი გმირები ისტორიული ან წარმოსახვითი, უაილდერმა უპასუხა:„პერიქოლე და ვიცე-მეფე ნამდვილი ადამიანები არიან, იმ სახელებით, როგორებიც შევიდნენ ისტორიაში, თუმცა მოვლენათა უდიდესი ნაწილი მაინც გამოგონილია, მათ შორის ხიდის მოწყვეტაც“.[6]

თავად ხიდს რაც შეეხება, ის დაფუძნებულია ინკების დიდ დაკიდულ ხიდზე, რომელიც მდებარეობს აპურიმაკზე, რომლის აშენებაც დაახლოებით 1350 წლით თარიღდება, და მიუხედავად იმისა, რომ ის მეცხრამეტე საუკუნეში ავარიულ კონსტრუქციად იქცა, მაინც გამოიყენებოდა 1890 წლამდე. ხიდის სახელწოდება მომდინარეობს კალიფორნიაში, სან დიეგოს ოლქში მდებარე ერთი ესპანური სამისიო ლოჟის სახელიდან.[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Annual Pulitzer Prizes Awarded". The Cornell Daily Sun, Volume XLVIII, Number 162, 8 May 1928, p. 1. (PDF)
  2. 20th-Century American Bestsellers – lts.
  3. The Novels of Thornton Wilder (16 September 2009).
  4. Modern Library 100 Best Novels of the 20th Century
  5. „All Time 100 Novels“. Time. October 16, 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 21, 2005. ციტირების თარიღი: May 25, 2010.
  6. 6.0 6.1 6.2 "The Bridge of San Luis Rey (1927)", Thornton Wilder Society.
  7. Niven, Penelope. Thornton Wilder: A Life. Harper, 2012. 303.