აპურიმაკი (მდინარე)
აპურიმაკი (ესპ. Apurimac) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, პერუში. ქვემო დინებაში ეწოდება ენე, ტამბო. არის მდინარე უკაიალის მარცხენა მდგენელი. სათავეს იღებს ცენტრალურ ანდებში, ტიტიკაკის ტბის ჩრდილო-დასავლეთით.
აპურიმაკი | |
---|---|
მდინარის ხედი | |
ქვეყანა | პერუ |
სათავე | ანდები |
სიგრძე | 1071 კმ |
აუზის ფართობი | 125 ათ. კმ² |
აპურიმაკი ვიკისაწყობში |
აპურიმაკი
რედაქტირებააპურიმაკი (ესპ. Río Apurímac) – მდინარეს აპურიმაკი ეწოდება სათავიდან 731 კმ.
ენე
რედაქტირებაენე (ესპ. Ene) – მდინარის სახელწოდებაა ( ) შემდეგი 181 კილომეტრი.
ტამბო
რედაქტირებატამბო (ესპ. Tambo) – მდინარეს ტამბო ეწოდება ( ) ბოლო 159 კმ.
- სულ სიგრძე 1071 კმ.
- სულ აუზის ფართობი 125 ათ. კმ².
- წყლის საშუალო ხარჯი – 2,9 ათ. მ³/წმ.