მეურნე
„მეურნე“ — ქართული ყოველკვირეული სასოფლო-სამეურნეო ჟურნალი. გამოდიოდა 1888–1898 წლებში თბილისსა და ქუთაისში.
მეურნე | |
---|---|
ტიპი: | მრეწველობა და ეკონომიკა |
მთავარი რედაქტორ(ებ)ი: | ვასილ სულხანიშვილი (1888-1894); ილია ჭყონია (1895-1898). |
დაარსდა: | 1888 |
ენა: | ქართული |
შეწყვიტა გამოცემა: | 1898 |
სათავო ოფისი: | თბილისი |
პერიოდულობა: | ყოველკვირეული |
იბეჭდებოდა პოპულარული სტატიები მემინდვრეობის, მევენახეობის, მეღვინეობის, მეცხოველეობის, მეაბრეშუმეობის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სხვა საკითხებზე. პირველ წელიწადს გამოვიდა 50 ნომერი, სულ — 304.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 622.