ფონდი ვიკიმედია

ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია
(გადამისამართდა გვერდიდან მეტა-ვიკი)

ფონდი ვიკიმედია (ინგლ. Wikimedia Foundation, Inc., შემოკლებით WMF) — ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში. იგი მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტ-საზოგადოებებს (რომლებიც ქმნიან თავისუფალი გავრცელების ლიტერატურას) და მათში ასრულებენ მმართველის ფუნქციებს. ეს საზოგადოებები მუშაობენ Wiki-ტექნოლოგიაზე, აქედან მომდინარეობს ფონდის სახელწოდებაც (Wiki და Media — მულტიმედიის შემოკლება). ფონდის საქმიანობა ხორციელდება შემოწირულობების საფუძველზე, ხოლო „თავისუფალი“ ლიტერატურის შედგენის საქმეს თავის თავზე იღებენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.

ფონდი ვიკიმედია
ინგლ. Wikimedia Foundation
დევიზი Представьте себе мир, в котором каждый человек может свободно делиться всей суммой накопленных человечеством знаний.[1] , Imagine a world in which every single human being can freely share in the sum of all knowledge.[2] , Stell dir eine Welt vor, in der jeder einzelne Mensch frei an der Summe allen Wissens teilhaben kann. Das ist unsere Verpflichtung.[3] , წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც ყველა ადამიანს ხელი მიუწვდება კაცობრობის მიერ შექმნის მთელ ცოდნაზე., 全ての人間一人一人が全ての知識の集積を自由に共有できる世界を想像せよ, 想象一下这样的世界:在这个世界中,每个独立的个体都能够在知识的海洋中自由分享。[4] , Imaginez un monde dans lequel chaque être humain peut librement prendre part au partage de la totalité des connaissances humaines.[5] , تخيل عالمًا يمكن فيه لكل إنسانٍ أن يشارك بحريةٍ في مجموع المعرفة.[6] , Imagina un mundo en el que todo ser humano pueda compartir libremente la suma de todo el conocimiento.[7] , Imaginează-ți o lume în care fiecare om poate lua parte liber la tot ce reprezintă cunoaștere., Zamislite si svet, v katerem lahko vsako človeško bitje svobodno deli vse človeško znanje. და تخيّل واحد لعالم فين كلا بنادم كيعيش فوق لأرض عندو أكصي ل لمعرفة كاملة
შეიქმნა 2003 წლის 20 ივნისი
ტიპი არაკომერციული ორგანიზაცია
მდებარეობა კალიფორნია, აშშ-ის დროშა აშშ
წევრები 142 დაქირავებული მუშაკი (2012 წლის სექტემბერი)
მდივანი კეთრინ მაერი
ბორდის თავმჯდომარე კრისტოფ ჰენერი
დამფუძნებელი ჯიმი უელსი
დამფუძნებელი (-ები) ჯიმი უელსი[8] [9] [10]
ბიუჯეტი US$48.6 მილიონი
ქვეყანა აშშ
თავმჯდომარე Nataliia Tymkiv
საიტი

ფონდი არის „ვიკის უყვარს ძეგლები“-ის დამფუძნებელი. ფონდი ვიკიმედიის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში. ვიკიმედიის პროექტები რეგულირდება კალიფორნიის შტატის კანონებით, ხოლო საკუთრივ ორგანიზაცია რეგისტრირებულია ფლორიდის შტატის კანონით დადგენილი წესით. თავდაპირველად ორგანიზაციის ოფისი სენტ-პიტერსბერგში იყო განთავსებული, ხოლო ქალაქ ტამპაში ჯერ კიდევ არის განთავსებული ორგანიზაციის სერვერები, უფრო მოგვიანებით, აგრეთვე სერვერები განთავსდა ვირჯინიის შტატის ქალაქ ეშბერნში.

დადგენილების თანახმად, ფონდის მიზანია საგანმანათლებლო კონტენტის შეკრება და განვითარება და მისი ეფექტიანი და გლობალური გავრცელება. ფონდი ვიკიმედიის ოფიციალური გახსნის შესახებ განაცხადა ვიკიპედიის თანადაფუძნებელმა ჯიმი უელსმა 2003 წლის 20 ივნისს, რომელიც მანამდე ვიკიპედიას მართავდა საკუთარი კომპანიის Bomis-ის ეგიდით. ფონდის მუშაობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შემოწირულობებით მთელი მსოფლიოდან.

ვიკიპედიის წარმატებით წახალისებულმა ფონდის ადმინისტრაციამ თავის მონაწილეებს შესთავაზა შეექმნათ ახალი ვებ-საიტები იმავე პრინციპზე აგებული სხვა საგანმანათლებლო და საცნობარო გამოცემების განვითარებისათვის. ფონდი ვიკიმედია უზრუნველყოფს კრაუდსორსინგის რიგი ვიკი-პროექტის მუშაობას, მათ შორის არიან: Wikipedia, Wiktionary, Wikiquote, Wikibooks, Wikisource, Wikimedia Commons, Wikispecies, Wikinews, Wikiversity, Wikidata, Wikivoyage, Wikimedia Incubator და Meta-Wiki.

ორგანიზაციის მთავარი და წამყვანი პროექტია თავისუფალი ენციკლოპედია ვიკიპედია, რომელიც შედის მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი საიტების ათეულში. პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობენ მოხალისეები, რომელთა შედეგად იქმნება „თავისუფალი კონტენტი“ და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თავისუფალი ლიცენზიით ვრცელდება. ფონდის პროექტებთან დაკავშირებული ხალხი ქმნის საზოგადოებრივ ვიკიმედიის მოძრაობას (ინგლ. Wikimedia movement), რომელიც სხვადასხვა დონეზეა დაკავშირებული თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის, თავისუფალი კულტურის, ანტიკოპირაიტის, ღია მონაცემების მოძრაობებთან და სხვა.

ვიკიმედიის პროექტები

რედაქტირება
  სახელი: Wikibooks
აღწერა: უფასო სახელმძღვანელოები
საიტი: //www.wikibooks.org
  სახელი: Wikinews
აღწერა: ახალი ამბები
საიტი: //www.wikinews.org
  სახელი: Wikispecies
აღწერა: სახეობების ტაქსონომიის კატალოგი
საიტი: //species.wikimedia.org
  სახელი: Wikidata
აღწერა: მონაცემთა ბაზა
საიტი: //www.wikidata.org
  სახელი: Wikipedia
აღწერა: ონლაინ ენციკლოპედია
საიტი: //www.wikipedia.org
  სახელი: Wikiversity
აღწერა: სასწავლო მასალების რესურსი
საიტი: //www.wikiversity.org
  სახელი: Wikimedia Commons
აღწერა: მედიაფაილების საცავი
საიტი: //commons.wikimedia.org
  სახელი: Wikiquote
აღწერა: ციტატების კოლექცია
საიტი: //www.wikiquote.org
  სახელი: Wikivoyage
აღწერა: თავისუფალი გზამკვლევი
საიტი: //www.wikivoyage.org
  სახელი: Meta-Wiki
აღწერა: ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია
საიტი: //meta.wikimedia.org
  სახელი: Wikisource
აღწერა: თავისუფალი ბიბლიოთეკა
საიტი: //www.wikisource.org
  სახელი: Wiktionary
აღწერა: ლექსიკონი და თეზაურუსი
საიტი: //www.wiktionary.org

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება