ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეტაქსა (ბერძ. Μεταξά) — ბერძნული ქარვისფერი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც შექმნა სპიროს მეტაკსამ 1888 წელს. მისი გემო მოდის კუნძულ სამოსის, დაძველებლი ღვინის დისტილატებისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეების კომბინაციით.

მეტაკსას ლოგო.
მეტაკსა 5 ვარსკვლავი.

მეტაკსას კოლექციაში შედის: მეტაკსა 5 ვარსკვლავი, მეტაკსა 7 ვარსკვლავი, მეტაკსა 12 ვარსკვლავი, მეტაკსა გრანდ ფაინი, მეტაკსა კერძო რეზერვი, მეტაკსა ანგელოზების საგანძური და აენ მეტაკსა.

მეტაკსა იყიდება 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, ლიეტუვაში, უკრაინაში, ირლანდიაში და ა.შ.[1]

მეტაკსა რემი კუანტროს (Rémy Cointreau) ჯგუფის ნაწილია 2000 წლიდან.[2]

სპიროს მეტაკსა დაიბადა 1848 წელს აბრეშუმის ბერძენ მევაჭარეთა ოჯახში. მისი პირველი საქმიანობა იყო წვრილი საქონლით ვაჭრობა. მოგზაურობის დროს მას უამრავი ალკოჰოლური სასმელი და ღვინო გადაჰქონდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის აზრით, იმდროინდელი ალკოჰოლური სასმელები სასტიკად განიცდიდნენ არომატის დანაკლისს. სპიროს მეტაკსას უფრო მსუბუქი სასმელი სურდა და შექმნა მეტაკსა 1888 წელს.

სპიროსმა და მისმა ძმებმა ელიასმა და ალექსანდრემ, პირველი დისტილერი აააშენეს 1888 წელს, პიერუსში, ათენის პორტში. ნათქვამია, რომ „მეომარი“ სალამინა , მეტაკსას ემბლემა, შთაგონებულია დისტილერიის საძირკველში აღმოჩენილი მედალიონით.

მეტაქსამ კომერციულ წარმატებას მიაღწია, დაიწყო ექსპორტი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში და 1900 წელს გავიდა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.

1968 წელს დისტილერია და მეტაქსის მარნები გადაიტანეს ათენის ჩრდილოეთ კიფისიას გარეუბანში, სადაც დღეს იმყოფებიან.

მიუხედავად იმისა, რომ იგი პირველად შეადარეს კონიაკს, შემდეგ კი ბრენდის, მეტაკსა არ მიაკუთვნეს არც ერთ ამ კატეგორიას, რადგან შეიცავს მუსკატის ღვინოებსა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეულ პროდუქტებს.

მეტაკსას კომპანიის არსებობა იწყება 1888 წლიდან.

მეტაკსა მზადდება მუსკატის ღვინოებისგან სამოსი-სა და ღვინის დისტილატებისგან, რომლებიც ცალკე ძველდება და შემდეგ კომბინირდება ლიმუზინის მუხის კასრებში. დასრულების პროცესში ემატება ხმელთაშუა ზღვის მცენარეები.

კუნძულ სამოსი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მდებარეობს. ყველაზე მაღალი მთაა ამბელოზის მთა (1160 მ). ამპელოსი ბერძნულად ნიშნავს „ვაზს“. ყურძენი, პირველ რიგში, მუსკატი, გაშენებულია ტერასებში და ხელით იკრიფება.

კოლექცია

რედაქტირება
  • მეტაკსა 5 ვარსკვლავი: ყვავილოვანი, რომელიც სუფთაა და განკუთვნილია ყინულთან ან სხვა სასმელებთან ერთად.
  • მეტაკსა 5 ვარსკვლავი: ხილის შემცველობით, სუფთა, ყინულით ან კოქტეილებში.
  • მეტაკსა 5 ვარსკვლავი: კომპანიის ფლაგმანი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია სუფთა, ყინულის ერთი ნაჭრით ან კოქტეილებში.
  • მეტაკსა გრანდ ფაინი: იყიდება ბერძენი დიზაინერის მიერ შექმნილ ფაიფურის ბოთლში, სუფთა ან ყინულებით.
  • მეტაკსა პირადი რეზერვი: კონსტანტინოს რაპტისმა შექმნა 1992 წელს. იქმნება წელიწადში ერთხელ, ერთ ჯგუფში, რომელიც უნდა დაილიოს სუფთად.
  • მეტაკსა ანგელოზთა საგანძური: ათწლეულების განმავლობაში დაძველებული, არომატული, უნდა დაილიოს სუფთად.
  • მეტაკსა აენ კასრი No 1: 2008 წელს, 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სპიროს მეტაკსას სახელობის No 1 კასრიდან 200-ზე მეტი ნაზავია.
  • მეტაკსა აენ კასრი No 2: 2018 წელს, კომპანიის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მეტაკსამ გამოუშვა შერეული სასმელები „ორიგინალური კასრების ოჯახიდან“, რომლებიც შემოტანილი იქნა პირეოს პირველი დისტილატორიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტაკსა“-დან