მესიე 78

ამრეკლავი ნისლეული ორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით

მესიე 78 (აგრეთვე ცნობილი როგორც M78 ან NGC 2068) — ამრეკლავი ნისლეული ორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით. 1780 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ასტრონომმა პიერ მეშენმა და იმავე წელს, მისმა მეგობარმა ასტრონომმა შარლ მესიემ ის საკუთარ კატალოგში შეიტანა.

მესიე 78. ტელესკოპი ESO 2.2, ლა-სილიის ობსერვატორია, ჩილე

M78 საკმაოდ კაშკაშა, დიფუზიურ-ამრეკლავი ნისლეულია, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ნისლეულებს, მათ შორის NGC 2064-ს, NGC 2067-სა და NGC 2071-ს. თავის მხრივ, ეს ჯგუფი ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსს მიეკუთვნება და დედამიწიდან 1600 სინათლის წლით არის დაშორებული. M78 ცაზე საკმაოდ ადვილი საპოვნელია პატარა ტელესკოპებითაც კი, მოიცავს 10 ვარსკვლავიერი სიდიდის 2 ვარსკვლავს. სწორედ ამ ორი ვარსკვლავის — HD 38563A-ისა და HD 38563B-ის შუქის არეკვლის წყალობით ხდება ღრუბლის მტვერი ხილვადი.

ნისლეულში შეიმჩნევა T-ტაურის ტიპის 45 ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან, ასევე მოიცავს 17 ჰერბიგის ობიექტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: