ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსი

კაშკაშა ნისლეულების, ბნელი ღრუბლებისა და ახალგაზრდა ვარსკვლავების ვრცელი ჯგუფი ორიონის თანავ

ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსი (ან უბრალოდ ორიონის კომპლექსი) — კაშკაშა ნისლეულების, ბნელი ღრუბლებისა და ახალგაზრდა ვარსკვლავების ვრცელი ჯგუფი ორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მდებარეობს დედამიწიდან 1500-1600 სინათლის წლის მანძილზე, გადაჭიმულია ასობით სინათლის წლის სიგანეზე. ნისლეულის გარკვეული ნაწილების ხილვა შესაძლებელია ბინოკლით და პატარა ტელესკოპებით, ზოგიერთი ნაწილის კი შეუიარაღებელი თვალით.

ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსის ნაწილი
ბარნარდის მარყუჟი

ნისლეული მნიშვნელოვანია მისი აბსოლუტური ზომიდან გამომდინარე, რადგან იგი ივრცობა ორიონის ქამრიდან მის მახვილამდე. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონია ღამის ცაზე, რომელშიც თავმოყრილია როგორც პროტოპლანეტური დისკები, ისე ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავები. ვარსკვლავთწარმოქმნის დროს მიმდინარე მცხუნვარე პროცესების წყალობით, ნისლეული საკმაოდ კაშკაშაა ინფრაწითელი ტალღის სიგრძეში. მიჩნეულია, რომ კომპლექსი ასევე მოიცავს ბნელ ნისლეულებს, ემისიონურ ნისლეულებს, არეკლილ ნისლეულებსა და H II რეგიონებს.

კომპლექსში მდებარე ნისლეულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. NAME ORI MOL CLOUD -- Molecular Cloud. SIMBAD. ციტირების თარიღი: 2014-03-14.
  2. Orion's Big Head Revealed in Infrared. Nasa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 24 February 2015.