მერ-დე-გლასი
მერ-დე-გლასი (ფრანგ. Mer de Glace) — ხეობის ტიპის მყინვარი საფრანგეთში. მდებარეობს ალპებში, მონბლანის მასივის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1150–4200 მ სიმაღლეზე.[1] სიგრძე 7 კმ, ფართობი 40 კმ². ფირნის ხაზი გადის 2920 მ-ზე. წარმოიქმნება ყინულის ოთხი ნაკადის შეერთებით. მკაფიოდ გამოიხატება გვერდითი და შუა მორენა.[2] ეშვება 1430 მ სიმაღლემდე შამონის ხეობაში, სადაც განლაგებულია კლიმატური კურორტი და ალპინიზმის ცენტრი შამონი. მყინვარის დეგრადაცია უკანასკნელ წლებშიც შეინიშნება. მყინვარი XIX საუკუნიდან მოყოლებული გლაციოლოგიური დაკვირვებების ობიექტია, აქ პირველად გაზომეს ყინულის მოძრაობის სიჩქარე, გამოკვლეულია ნაპრალების წარმოქმნის მექანიზმი. ტურიზმის პოპულარული ობიექტია. ქართულად მერ-დე-გლასი ითარგმნება როგორც „ყინულის ზღვა“.[3]
მერ-დე-გლასი
| |
---|---|
ფრანგ. Mer de Glace | |
მერ-დე-გლასის მყინვარი | |
კოორდინატები: 45°54′10″ ჩ. გ. 6°56′40″ ა. გ. / 45.90278° ჩ. გ. 6.94444° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ქედი | ალპები |
ფართობი | 40 კმ² |
სიგრძე | 7 კმ |
ტიპი | ხეობური |
მდგომარეობა | პულსაციური |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.
- ↑ Mer de Glace | Encyclopedia Britannica
- ↑ Мер-де-Глас | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-21. ციტირების თარიღი: 2020-06-06.