მერცხალა სოკო, გველის სოკო (ლათ. Coprinus comatus) — ქუდიანი სოკო კოპრინუსისებრთა ოჯახისა. მერცხალა სოკოს თეთრ ქუდს ჯერ ცილინდრის ფორმა აქვს, შემდეგ კი რამდენადმე გაშლილია (სიგრძე 4-10 სმ, სიგანე 3-6 სმ), ზედაპირი დაფარულია ქერცლებით. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ — ვარდისფერი, მომწიფებისას — შავი. ფეხი თეთრია და ძირში გამსხვილებული, აქვს მოძრავი საყელო. მომწიფებისას ქუდი ფირფიტებთან ერთად ლღვება — იშლება შავ სითხედ (ძველად მას მელნად ხმარობდნენ). საჭმელად იხმარება ნორჩი. იზრდება მთელი წლის მანძილზე ბაღებში, ბოსტნებში, დანაგვიანებულ და ნაკელიან ადგილებზე.